ჯამბატისტა დელა პორტა
ჯამბატისტა დელა პორტა დაიბადა 1535 წლის 1 ნოემბერს,იტალიის ქალაქ ვიკო-ეკუენსში.იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ ფილოსოფოსს,ექიმს,ალქიმიკოსსა და დრამატურგს.დელა პორტა თავისი კვლევითი მეთოდებით,შესაძლოა თამამად მივიჩნიოთ,როგორც “პირველი მეცნიერი” ევროპაში (ამ სიტყვის სრული თანამედროვე გაგებით).ჯამბატისტას პირველი და ყველაზე სერიოზული ნაშრომი გახლდათ,1558 წელს გამოქვეყნებული თხზულება ალქიმიის შესახებ,სახელწოდებით – “ნატურალური მაგია”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული თხზულება დელა პორტასვე ცნობით,მან ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაწერა,თუმცა მოგვიანებით გამოაქვეყნა.მასში სხვა საკითხებთან ერთად მოცემული იყო ერთ-ერთი იშვიათი რეცეპტი “ჯადოსნური მალამოს” დამზადებისა,რომელსაც შუა საუკუნეებში და ზოგადად,შემდეგაც გამოიყენებდნენ ჯადოქრები და მაგები. (ავტორი გენია.ჯი) 1560 წელს,რომის პაპის ბრძანების საფუძველზე,იტალიის ქალაქ ნეაპოლში აიკრძალა ჯამბატისტა დელა პორტას მიერ დაარსებული სამეცნიერო აკადემიის – “Academia Secretorum Naturae”-ს ფუნქციონირება.
1563 წელს,გამოაქვეყნა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი “კრიპტოლოგიის” შესახებ,სახელწოდებით – “De furtivis literarum notis” (დაფარული მნიშვნელობის ინდივიდუალური ბგერების შესახებ),რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა მას.1570 წელს სრულყო და დაამზადა – “კამერა-ობსკურა” (ოპტიკური ხელსაწყო,რომელიც შედგება შუქშეუვალი ყუთისგან,რომლის წინა კედელზე არის პატარა ნახვრეტი; წინა ნახვრეტიდან შედის სინათლის სხივი,რომელიც მოპირდაპირე კედელზე აჩენს საგნის შებრუნებულ გამოსახულებას).გარდა ამისა,იგი ავტორია,რიგი სამეცნიერო ნაშრომებისა აგრონომიაში,სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში.
1586 წელს დაწერა მისი მეორე გენიალური ნამუშევარი მედიცინის შესახებ,სახელწოდებით – “De humana physiognomia” (ადამიანის ფიზიოგნომია).ფიზიოგნომია წარმოადგენს მეცნიერებას,რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების (უმეტესად სახის ნაკვთების) საშუალებით დაადგინოს მისი ხასიათის ნიშან-თვისებები.დელა პორტას ინტერესი ალქიმიის მიმართ,შეუმჩნეველი არ დარჩენია “წმინდა ინკვიზიციას” და მის წინააღმდეგ დევნაც დაიწყო.რის შემდეგადაც ჯამბატისტა იძულებული გახდა ალქიმიის მეცნიერებაზე თავი დაენებებინა და ძალები ლიტერატურასა და დრამატურგიაში მოესინჯა.1596 წელს,ბერგამოში ქვეყნდება მისი კომედიური ჟანრის ნაწარმოები – “ხაფანგი” და სხვა რიგი პიესები.
ჯამბატისტა დელა პორტა გარდაიცვალა 1615 წლის 4 თებერვალს,იტალიის ქალაქ ნეაპოლში.მისმა მოღვაწეობამ კი უდიდესი წვლილი შეიტანა მრავალი მეცნიერების განვითარებასა და სრულყოფა-განვრცობაში.სწორედ ამ მიზეზთა გამო მას,იმ პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მეცნიერად მოიხსენიებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)