ჩარლზ რობერტ დარვინის მოსაზრებები…
1. „ადამიანს შეიძლება მივუტევოთ სიამაყის გრძნობა რომ გაუჩნდა, რადგან ყველაზე მაღლა დადგა ორგანულ სკალაზე, მითუმეტეს რომ, თვითონ თავი დიდად არ შეუწუხებია”.
2. “ადამიანებს და ცხოველებს გვაქვს ერთმანეთის მსგავსი ემოციები,ინტუიცია,ვნებები.ამას გარდა,გვაკავშირებს უფრო რთული გრძნობებიც,როგორებიცაა ეჭვიანობა,უნდობლობა,მეტოქეობა,მადლიერების გრძნობა,კეთილშობილება; ცხოველებიც იტუებიან და იციან,რა არის შურისძიება; შეიძლება ხანდახან იფიქრო,რომ იუმორის გრძნობაც აქვთ; ავლენენ ცნობისმოყვარეობას; შეუძლიათ მიბაძვა,ყურადღების მიპყრობა,არჩევანის გაკეთება,დამახსოვრება,წარმოსახვა და გააზრებული მოქმედება,ოღონდ,რა თქმა უნდა თავისებურად”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ადამიანი სოციალური ცხოველია,ისევე,როგორც ადამიანის მსგავსი მაიმუნი,ადამიანის მაიმუნისმაგვარი წინაპარიც,სავარაუდოდ,სოციალური ცხოველი იქნებოდა და ისინი უხსოვარი დროიდან ერთმანეთის მიმართ ინსტიქტურად ამჟღავნებდნენ სიყვარულს და თანაგრძნობას.თანაგრძნობის ინსტიქტური ბუნება კი სავარაუდოდ ბუნებრივი გადარჩევის პროცესში წარმოიშვა”.
4. “რელიგიურ ღვთისმოსაობას და პატრონის მიმართ ძაღლის დიდ სიყვარულს შორის შეიძლება არსებობდეს კავშირი,რაც სრულ მორჩილებაში,ცოტაოდენ მოშიშობაში და შესაძლოა,კიდევ სხვა რაიმე გრძნობაში მჟღავნდება”.
5. “სრულიად წარმოუდგენელია,რომ ჩვენი უზარმაზარი და შესანიშნავი სამყარო თავისით წარმოიშვა და ეს არის ჩემთვის ღმერთის არსებობის უმთავრესი არგუმენტი”.
6. “შეიძლება ისიც თქვას ვინმემ,რომ როცა ქვას ისვრი,ან როცა ხიდან ფოთოლი ვარდება,ეს ყველაფერი სამყაროს შექმნამდე იყო გადაწყვეტილი – სად უნდა დადებულიყო ქვა და სად უნდა დავარდნილიყო ფოთოლი.ამ შემთხვევაში მე,პირადად,ყველაფრის ინტერესს ვკარგავ”.
7. “ადამიანმა თავის წინაპარზე უპირატესობა მოიპოვა იმ მიდრეკილებების გამო,რაც ცოდვად მიიჩნევა”.
8. “სულ არ არის ძნელი ,თქვა,რომ სიცოცხლისათვის ბრძოლა ჭეშმარიტად არსებობს,მაგრამ ნამდვილად ძნელია,შენი თვალით დარწმუნდე ამაში – და მერე მთელი ცხოვრება გულში ატარო ეს ჭეშმარიტება.დარწმუნებული ვარ,რომ ბუნების ხელმომჭირნეობა თავისი განაწილებით,იშვიათობებით,სიჭარბით,გადაშენებით და სახესხვაობებით მხოლოდ ბუნდოვნად თუ შეგვიძლია გავიგოთ,ან საერთოდ ვერ გავიგოთ.ჩვენ ვუყურებთ ბუნების კმაყოფილებისგან განათებულ სახეს… (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ვერ ვხედავთ,ან ვივიწყებთ,რომ ჩვენ გარშემო მოჟღურტულე ჩიტები უმეტესად მწერებით და თესლით და ასე და ამგვარად,სპობენ სიცოცხლეს; გვავიწყდება,რომ ამ მგალობლების კვერცხებს,ან მათ ბუდეებს სხვა ჩიტები ჭამენ ან ცხოველები ანგრევენ.უნდა გვახსოვდეს,რომ ყოველი ორგანული არსება ილტვის,გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდეს; ყოველ მათგანს ცხოვრების რაღაც პერიოდში,წლის რომელიმე სეზონზე უწევს,იბრძოლოს სიცოცხლისათვის და ყოველი მათგანი განწირულია,იტანჯოს”.
9. “ზოგი ცდილობს,ამქვეყნად ამდენი ტანჯვის არსებობა იმით ახსნას,თითქოს ის ჩვენი მორალის ამაღლებას ემსახურება.მაგრამ თუკი ადამიანის ტანჯვის მიზეზი მართლაც ეს არის,მაშინ სხვა არსებების ტანჯვას რა ფასი აქვს.სამყაროში ადამიანი გაცილებით ცოტაა,ვიდრე სხვა მგრძნობიარე არსებები, და გამოდის,ეს უკანასკნელნი უმიზეზოდ იტანჯებიან”.
10. “აღმაშფოთებელია,ივარაუდო,რომ ღმერთმა უარი თქვა,ცხოველების მიმართ გულმოწყალება გამოეჩინა.რისთვის იტანჯება დაბალ საფეხურზე მდგომი მილიონობით ცხოველი ლამის უსასრულო დროის მანძილზე?” (ავტორი გენია.ჯი)