ერნესტ მილერ ჰემინგუეის მოგონებებიდან…
“თექვსმეტი წლის ვიყავი,როდესაც გავითავისე რომ,საკუთარი შრომით უნდა დამეწყო ლუკმაპურის მოპოვება.ვიყავი დღიური მუშა,მოჯამაგირე,ოფიციანტი,რესტორანში ჭურჭლის მრეცხავი,კრივის მწვრთნელ-ასისტენტი (მათ შორის მაშინაც,როდესაც რომელიმე მოკრივე ცოცხალ სხეულზე მოიწადინებდა წვრთნას),ვიყავი რეპორტიორიც,ხოლო 1926 წლიდან მწერლობით დავიწყე ცხოვრების სახსრების მოპოვება.ბავშვობიდანვე ნადირობითა და თევზაობით ვიყავი გატაცებული.უფრო ნაკლები დრო რომ დამეთმო ამ საქმეებისათვის,აგრეთვე თხილამურების,მდინარის სპორტისა და ხარების ბრძოლისათვის,მაშინ ალბათ მეტსაც დავწერდი.თუმცა,იქნებ,ტყვიაც კი მეკრა შუბლში.ყველა საქმიანობაზე უფრო (გარდა მწერლობისა) კითხვა მიყვარდა და ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განვიცდიდი,როდესაც კარგ რამეს დავწერდი.ბედი მუდამ მწყალობდა ცხოვრებაში, და ყოველთვის იმედი მქონდა,რომ არც მომავალში მიმტყუნებდა…” (ავტორი გენია.ჯი)