ჯანსუღ ჩარკვიანის მოგონებებიდან – ნოდარ დუმბაძის შესახებ…
ლეჩხუმიდან ხონში წავედით,თავის მოწონება უნდოდა ნოდარს დედულეთში,იქ დეიდა ეგულებოდა,უფრო სწორად,დედის ბიძაშვილი.მიგვიყვანა ერთ მშვენიერ ოდა-სახლში,ბახტაძეებთან.ჯერ ნოდარი გადავიდა,შევიდა კოინდრით აბიბინებულ ეზოში,ქალი გამოეგება კდემამოსილებითა და იმერული თავაზით,შორიდან ისე გამოჩნდა,რომ კარგად ვერ შეიცვნეს ნოდარი,ერთი შეხედვით ასე ჩანდა,მაგრამ უცებ გადაეხვია ქალბატონი ნოდარს და ახლა ჩვენს გასაგონად შეჰკივლა: ვა ბეჩა,ნოდარი,მეიყვანე სტუმრები,ჩქარა მეიყვანეო.შევედით ეზოში მე და ნოდარის მძღოლი,გაჩაღდა ნარდი,ახლა ხაჭაპური,ახლა არაყი,ახლა ჩაი და ცოტა ხანში,კიდევ სამი მეზობელი გაჩნდა ეზოში. (ავტორი გენია.ჯი) შემოვუსხედით სუფრას,ერთი კი თქვა ნოდარმა,ეს წიწილები რაცხა ამორალურად მეჩვენებიან,ისე აქვთ აშვერილი ფეხებიო და უკვე თამადად იყო მაგიდის თავში.ქეიფი ეშხში იყო შესული,როცა ღობეს ქოთქოთით მოადგა მჯობნის მჯობნი იმერელი ქალბატონი,ერთი ვაი-ვიშითა და გაკვირვებით,ნოდარია,შვილო,დედა,მომკალით ვიღაცამ,ეს უცხო ოჯახი რომ შეგიწუხებია,შენი სახლი ვეღარ გიცვნია,აპა,საქმეა ეეს?! ეზოში ნოდარის ნამდვილი დეიდა შემოვიდა,ის ქალბატონი,ვისთანაც თურმე უნდა მივსულიყავით.მე სიცილით ვიფხრიწებოდი,ნოდარი დეიდამისს კოცნიდა და ეუბნებოდა: ახლა გვიანია,დეიდა,ამ პურმარილს ვერ მივატოვებ,დეიდა კი არა,დედა რომ ადგესო.
ის ღამე იქ გავატარეთ,მეორე დღეს კი ნამდვილ დეიდასთან გადავედით. (ავტორი გენია.ჯი)