“დიდი დათვის ტბა”
“დიდი დათვის ტბა” - კანადის შიდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტბაა.იგი მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთით და სიდიდით მეოთხე ტბას წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისა.გარდა ამისა,ცნობილია,რომ - “დიდი დათვის ტბა” მსოფლიო ტბებს შორის სიდიდით მე-8 ადგილს იკავებს.მისი საერთო ფართობი შეადგენს 31 153 კვადრატულ კილომეტრს.სანაპიროს სრული სიგრძე 2 719 კილომეტრია.ტბის საშუალო სიღრმე 72 მეტრია,ხოლო ყველაზე ღრმა ადგილი 413 მეტრს შეადგენს.იგი განთავსებულია ზღვის დონიდან 156 მეტრ სიმაღლეზე.წყლის მოცულობა 2 236 კუბური მეტრია.ტბაზე გადის ჩრდილოეთის პოლარული წრე (დედამიწის რუკაზე აღნიშნული ხუთი უმთავრესი პარალელიდან ერთ-ერთი).აღსანიშნავია,რომ სახელწოდება “დიდი დათვის ტბა”,მას იქედან გამომდინარე ეწოდა,რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ბინადრობს საყოველთაოდ ცნობილი დიდი მოცულობის მქონე დათვი – ”გრიზლი”,რომელიც ხშირად სტუმრობს ტბას წყლის წყურვილის მოსაკლავად. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,ისიც,რომ “დიდი დათვის ტბა” გახლავთ ერთადერთი ტბა იმ ტერიტორიაზე არსებულ უამრავ ტბას შორის,რომელიც ზამთარში იყინება და მთლიანად სასრიალო მოედნად იქცევა ხოლმე.თუმცა,იმ ხანმოკლე პერიოდში (ივლისის ბოლოდან) როდესაც იგი გაყინული არ არის,გამოიყენება სანაოსნოდ.ტბიდან გამოედინება “დიდი დათვის მდინარე”,რომელიც მარჯვენა შენაკადი გახლავთ კანადის უგრძესი მდინარის მაკენზისა.ერთადერთი დასახლებული ადგილი ტბასთან,გახლავთ დელაინი (ყოფილი ფორტ-ფრანკლინი).ცნობილია,რომ 1930 წელს,”დიდი დათვის ტბის” რაიონში – ჟილბერ ლაბინმა აღმოაჩინა “ურანი”,რის შემდეგაც იქ გახსნილ იქნა ურანის მაღარო,რომელიც მოგვიანებით დახურულ იქნა,იმიტომ,რომ კანადის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ურანით უფრო მდიდარი სხვა საბადოები.ისტორიული ფაქტია ისიც,რომ სწორედ “დიდი დათვის ტბის” რაიონში აღმოჩენილი ურანით იქნა დამზადებული ის “საშინელი” ატომური ბომბები,რომელთაც იმსხვერპლეს იაპონიის უდიდესი ქალაქები: ჰიროსიმა და ნაგასაკი. (ავტორი გენია.ჯი)