ფულკანელი

ფულკანელი - წარმოადგენდა XX საუკუნის იმ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ,საიდუმლოებებით მოცულ და ლეგენდად ქცეულ ალქიმიკოსის და ოკულტისტის ფსევდონიმს,რომლის ნამდვილი ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი.მიუხედავად იმისა,რომ მისი პიროვნება იმთავითვე ლეგენდად იქცა,მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არაფერია და ყოველივე დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული.მის შესახებ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს,ცნობილი ფრანგი ალქიმიკოსი – ეჟენ კანსელიე (1899-1982 წელბი),რომელმაც სახვითი ხელოვნების სწავლის პერიოდში 1915 წელს,მარსელში პირველად შეხვდა და გაიცნო ფულკანელი და მალევე იგი მისი მოსწავლე ხდება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ ეჟენი გახლდათ ფულკანელის ერთადერთი რეალური მოსწავლე ,რომელთანაც იგი დამეგობრდა.სხვადასხვა ბიოგრაფების გადმოცემის თანახმად,1924 წლის 18 ოქტომბერს ფულკანელი და ეჟენ კანსელიე ერთად დაესწრნენ დიდი ფრანგი მწერლისა და ლიტერატურული კრიტიკოსის – ანატოლ ფრანსის დაკრძალვას. (ავტორი გენია.ჯი) ფულკანელმა თავისი წერილობითი მემკვიდრეობაც,სწორედ მის ერთადერთ და საუკეთესო მოსწავლეს ეჟენ კანსელიეს დაუტოვა.ფულკანელი წერდა: “ალქიმიას ხშირად ზეციურ მიწათმოქმედებას უწოდებენ,რადგან თავისი კანონებით,გარემოებებბით და პირობებით ალქიმიკოსების შრომა გლეხის შრომას ჰგავს.როგორც დათესილი ხორბლის თავთავი ამოდის,ასევე ლითონის გასამრავლებადაც პირველ რიგში მისი თესლია საჭირო.არ არსებობს ისეთი კლასიკური ჰერმეტიული ავტორი,რომელსაც მაგალითები და მტკიცებულებები სამიწათმოქმედო სფეროდან არ ჰქონდეს აღებული”; “ბრძენთა ნახევარი წონა უნდა გაწონასწორდეს გონით და სულით”.ეჟენი ფულკანელთან ერთად იღებდა მონაწილეობას მრავალ ალქიმიურ ექსპერიმენტებში და ეჟენი ესწრებოდა აირის ფაბრიკაში განხორციელებულ იმ ერთ-ერთ ალქიმიურ ექსპერიმენტსაც,სადაც ფულკანელმა ტყვიის ნაჭრისაგან “სუფთა ოქრო” გამოიყვანა,რამაც ისინი საბოლოოდ დაარწმუნა,რომ “გამარჯვება გარდაუვალი” იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა კანსელიესაგან მოულოდნელად,დაახლოებით 1926 წლისათვის ფულკანელი “გაუჩინარდა”.ეჟენის გადმოცემის თანახმად – ფულკანელი დაიბადა 1839 წელს,ხოლო მისი გარდაცვალების თარიღად 1953 წელს მიუთითებდა და ამტკიცებდა,რომ მან ფულკანელი უკანასკნელად 114 წლის ასაკში,სევილიის გარეუბანში ნახა.მიუხედავად ამისა მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია.

სხვადასხვა პერიოდებში ძალიან ბევრი მცდელობა იყო დაედგინათ ფულკანელის ნამდვილი ვინაობა.ფულკანელის ფსევდონიმს ამოფარებულ ალქიმიკოსად მიიჩნევდნენ სამ კანდიდადტს,მათ შორის – ჟან-ჟიულენ შამპანს,პიერ დიუჟოლსა და რენე შვალე დე ლუბიჩს.ფულკანელის შესახებ გამოიცა წიგნები,მათ შორის ყველაზე საინტერესო გამოდგა – ჟენევიევა დიბუს წიგნი,სახელწოდებით – “გამჟღავნებული ფულკანელი”,სადაც ავტორი მიდის იმ დასკვნამდე,რომ ზემოთ აღნიშნულმა სამმა მეცნიერმა შეკრეს ერთგვარი “ტრიუმვირატი”,რომლებიც “ფულკანელის” ფსევდონიმს ამოფარებული მუშაობდნენ.მიუხედავად უამრავი ვარაუდისა და მოსაზრებისა,ზუსტი დადგენა ფულკანელის პიროვნებისა,ვერავინ მოახერხა,რის გამოც მას XX საუკუნის – გრაფ სენ-ჟერმენადაც კი მოიხსენიებენ (ცნობილი ფრანგი ავანტურისტი,ალქიმიკოსი,დიპლომატი,ოკულტისტი და მოგზაური 1696-1784 წლები).ყველაზე სარწმუნო წყაროდ ფულკანელის ბიოგრაფიისა,დღემდე მისსავე მოსწავლეს – ეჟენ კანსელიეს მიიჩნევენ.