ძვლეგვიპტელთა “მიცვალებულთა წიგნიდან” – “ჰიმნი რას”
“დიდება შენდა,დიდო ღმერთო,მფლობელო ორი ჭეშმარიტებისა! მე მოვსულვარ შენთან,ო მეუფეო ჩემო,რათა განვჭვრიტო შენი სრულყოფილება!
…სახელი შენი – ორი ჭეშმარიტება.მე მოგიძღვენი ორი ჭეშმარიტება,მე განვიშორე ყველა ცოდვა შენი გულისათვის… მე არ ჩამიდენია უსამართლობა კაცთა წინაშე,მე არ დამიჩაგრავს ძე კაცისა,მე არ მითქვამს სიცრუე ჭეშმარიტების წინაშე,მე არ გამიძარცვავს ღარიბნი… მე არავინ მომიწამლავს,მე არავინ მომიკლავს… მე სუფთა ვარ და ესაა სიწმინდე დიდი ფენიქსისა…” (ავტორი გენია.ჯი)