იაკობ გოგებაშვილის ნააზრევი…
1. “ადამიანი მოკლებული დედა-ენის ცოდნას და მკვიდრს კავშირს სამშობლოსთან და ერთან,მიემსგავსება საბრალო ობოლს,საწყალს სტუმარს,რომელსაც არ გააჩნია თავისი საკუთარი სახლი ამ ქვეყანაზედ.იგი მოგაგონებთ ხიდან მოჭრილ ტოტსა,რომელიც,დღეს თუ ხვალ უთუოდ გახმება”.
2. “ჩვენისთანა ბედნიერი ერი ძნელად მოიპოვება დედამიწის ზურგზედ.რაც უნდა მშრალსა და განყენებულს საგანზედ დავიწყოთ ბაასი,ერთს წამს შემდეგ ვეღარ მოვახერხებთ მშვიდობიანად სჯას,ღირსეულად თავ-დაკავებას.მეორე წამშივე შემოგვაკლდება საფანელი,საბუთი,აზრი და მივმართავთ ჩვენის მოპირდაპირის კიცხვას,ქუჩის გოგო-ბიჭების იარაღს”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “დიაღ,ჩვენ დაბრიყვებას და გათახსირებას საზღვარი არ უჩანს.მაგრამ ახია ჩვენზედა: როდესაც ჩვენ თვითონ მთავარ საქმედ გავიხადეთ ერთმანეთის ტალახში სვრა და ჭამა,რად უნდა გვიკვირდეს,როცა სხვებსაც გაუძლიერდათ მადა ჩვენის გათახსირებისა?”
4. “მონობა ორ-გვარია; წოდებათა შორის და ხალხთა შორის.პირველი მონობა უფრო ასატან უღელს წარმოადგენს შედარებით.ერთი ენა,ერთი ხასიათი,ერთი ჩვეულებანი,ერთგვარი სიმღერა-ლხინი,ერთგვარი მწუხარება,ერთგვარი სასმელ-საჭმელი,ერთი სარწმუნოება,ერთი სამშობლო,ერთი სიტყვით,მსგავსება სულისა და ხორცისა გლეხთა და ბატონთა შორის ჰბადავს ცოტაოდენს ლმობიერებასა,რომელსაც ხელს უწყობს ის გარემოებაც,რომ ყმის დაცემა და გაღატაკება თვითონ ბატონობისთვისაც მაზარებელია.
სრულიად სხვა ხასიათი,სხვა ზნე სჭირს ბატონყმობას ხალხთა შორის,ერთი ერის დამონებას მეორე ერის მიერ”.
5. “უცხოელნი ჩვენს “ვეფხის-ტყაოსანს” იცნობენ უბრალო,მშრალი პოეზიური ნათარგმნით,რომელშიც მთლად გამქრალია ის მომხიბლავი სიმდიდრე და მუსიკა ენისა,რომელიც შეადგენს ერთს უმთავრესს ღირსებას ჩვენის ნაციონალურის ქმნილებისას,რამდენად უფრო მაღლა დააყენებდნენ იგინი შოთას უკვდავ პოემას,თუ მათ ქართულის ენის ცოდნა ნებას აძლევდეს თვითონ დედნის კითხვით გამოსცადონ ის ნეტარება,რასაც ჰგრძნობს ქართული გული და გონება…” (ავტორი გენია.ჯი)