ნარგიზოვანი – “შენ საყვარელო რა წახველ”…

შენ საყვარელო რა წახველ,მე დავრჩი შესაბრალები.

შენთვის სათქმელსა ლოცვასა,მიწყივ არ დავეცალები,

თილისმად ყელსა დაგკიდენ,ჩემნი ორივე თვალები.

დუხჭირის თვალი ბოროტი,არ გჭვრეტდეს ავად-მთვრალები.

***

შენ ხარ ტან ალვად ნაზარდი,ზარიფად მიმონარები,

შენ ხარ ნათლისა სავანე,აჩრდილი თვალ უკარები,

შენთვის მსურს შეყრა სალხინოდ,დამვიწყდეს ჭირნი მრავლებნი.

ნუ თორე მაშინ დამიშრეს,თვალთაგან ნაწანწკარები.

***

რა სჯობს,რა კაცსა თანა ჰყვეს საყვარელი და თვისები,

მათთან ჯდეს ლაღად შვებული,სიშორე სძაგდეს მყისები,

საუბრად სიტყვატკბილობდეს საყვარლად შესატყვისები,

იგი გაჰყაროს სოფელმან,რად არ არს გასამქისები?!

***

ინდოთ მეფისა ქალაქსა დავრიში დაჯდა კარებსა,

საქმე რამ ჰქონდა საჭირო,ყინულსა ჰგვანდა მდნარებსა,

არვინ ჰკითხვიდის: სით მოხვედ,რას ლამი საბჭობარესა?

არცა ვინ ამბავს უსმენდა,არცა ვინ საუბარებსა.

***

უხმს მელექსესა ცნობილსა სიბრძნისა წვრთითა სიტყვობდეს,

ზენათ ფრენისა სურვილი ზოგთ ხევდეს,ზოგთა მთქმელობდეს,

მისსა ისრაფდეს ნახვასა,მათ სულელურად ხელობდეს,

სოფლის საცთურით ქცევასა ამისთვის უკუმყრელობდეს.