“მომაკვდავი” – კიროს II დიდის მიმართვა საკუთარ ვაჟებს…
“ნუ იფიქრებთ ჩემო ვაჟებო,რომ როდესაც მე თქვენგან წავალ,საერთოდ აღარ ვიარსებებ,არსად და არასდროს.რადგან თქვენთან რომ ვიყავი,ჩემი სული თქვენ არ გინახავთ,თუმცა ხვდებოდით ჩემი დიდი საქმეების შემხედვარე,რომ იგი ჩემს სხეულში იყო დავანებული.ამიტომ დაიჯერეთ,როცა მე ვეღარ მიხილავთ,რომ ჩემი სული ცოცხალია.ის პატივი,რასაც ღირსეულ მამულიშვილებს მივაგებთ,მათი სიკვდილის შემდეგ დავიწყებას მიეცემოდა,სულებს რომ არ ეზრუნათ იმაზე,რომ დიდხანს შემოგვრჩენოდა მათი ხსოვნა.მე მიჭირს იმის დაჯერება,რომ სულები მანამ ცოცხლობენ,სანამ სხეულში არიან,მისი დატოვების შემდეგ კი თავად კვდებიან; (ავტორი გენია.ჯი) არც ის მწამს,როცა სული გონიერებას მოკლებულ სხეულს განეცლება,იმწამსვე კარგავს სიბრძნეს.მე მგონი,სული,სხეულის მინარევებისაგან გათავისუფლებული,უკვე სპეტაკი და უმწიკვლო,ხდება გონიერი.როცა ადამიანის არსება იშლება სიკვდილით,ცხადად ჩანს,რომელ მხარეს იფანტება მისი ნაწილები.ისინი თავიანთი გაჩენის ადგილს უბრუნდებიან.მხოლოდ სულია უხილავი,მაშინ,როცა ჩვენთან არის და შემდეგაც,როცა გაგვეცლება.ხომ ხვდებით,რომ სიკვდილს არაფერი ჰგავს ისე,როგორც სიზმარი.რადგან მძინარის სული ყველაზე მკაფიოდ ავლენს თავის ღვთაებრიობას; როცა ისინი შეუზღუდავნი და თავისუფალნი არიან,მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ.ასე რომ,ადვილი წარმოსადგენია,როგორები იქნებიან ისინი,სხეულის ბორკილებს მთლიანად რომ დააღწევენ თავს.რაკიღა ასეა,თაყვანი მეცით,ვითარცა ღმერთს.უკეთუ სულს სხეულთან ერთად დაღუპვა ემუქრება,თქვენ მაინც,რომლებიც პატივს მიაგებთ ღმერთებს,რადგან ისინი განაგებენ და იცავენ ამ სილამაზეს,რიდითა და მოწიწებითა შეინახეთ ჩემი ხსოვნა”. (ავტორი გენია.ჯი)