იცით თუ არა,რომ
1. როდესაც ლეგენდარულ ინგლისელ კომედიური ჟანრის მსახიობს - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინს ჰკითხეს,თუ სად ისურვებდა მოხვედრას სიკვდილის შემდეგ,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?! პასუხი ასეთი მიიღეს: “ერთის მხრივ სამოთხეში,რადგან იქ კარგი კლიმატია,მაგრამ მეორეს მხრივ ჯოჯოხეთში,რადგან იქ მეტად საინტერესო პუბლიკა დამხვდებაო”.
2. იტალიის ლეგენდარული ქალაქი – პომპეი,რომელიც ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა 79 წლის 24 აგვისტოს,იტალიის უძველეს ქალაქ – ჰერკულანუმთან ერთად,მთელი 1669 წლის მანძილზე დამარხული გახლდათ ვულკანური ფერფლის ქვეშ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ძველ საბერძნეთში,დაუპატიჟებელ სტუმარს – “პარაზიტს” უწოდებდნენ.
4. ძველეგვიპტურ დამწერლობაში 700-მდე იეროგლიფი იყო.
5. გენიალურ ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელ ფიზიკოსსა და “ფარდობითობის თეორიის” ავტორს – ალბერტ აინშტაინს,9 წლის ასაკამდე ნორმალურად ლაპარაკი უჭირდა.
6. დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან,დღევანდელ დღემდე მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადრეები არ იყენებენ ცეცხლს.
7. აზიაში მდებარე სახელმწიფო – ბჰუტანში,1980 წლამდე მოსახლეობისათვის ტელეფონით სარგებლობა აკრძალული იყო.
8. პირველი მათლამადიდებლები – “უფლის ანგელოზები” იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)
9. სხვადასხვა წყაროების ცნობით,იუდეას რომაელმა პრეფექტმა – პონტიუს პილატემ,რომელმაც “ახალი აღთქმის” მიხედვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე,უმაღლესი იუდეველი სასულიერო პირის – კაიაფას ზეწოლის შედეგად ჯვარს აცვა,36 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
10. მეორე მსოფლიო ომში ოფიციალური ცნობების თანახმად სულ 72 ქვეყანა მონაწილეობდა.