“უჩინარი კოლეგია”
“უჩინარი კოლეგია” - ინგლისურ ენაზე “Invisible College”,წარმოადგენდა წინამორბედ სამეცნიერო და ინტელექტუალთა საზოგადოებას,დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა,რომელიც შედგებოდა ნატურფილოსოფოსს მეცნიერთა ჯგუფისაგან.მასში გაწევრიანებული იყვნენ არა მარტო სხვადასხვა დარგების მეცნიერებები,არამედ ლიტერატორებიც. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ორგანიზაციის ჩამოყალიბების უმთავრეს მოტივსა და მიზანს წარმოადგენდა ექსპერიმენტალური კვლევების მეშვეობით ცოდნის გაღრმავება და საკუთარი მოსაზრებების ერთმანეთისათვის გაზიარება.ასეთი სამეცნიერო ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა ევროპაში,ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა და მასში ჩართვის შესაძლებლობის საშუალება უნდა ეცემოდათ არა მარტო სხვადასხვა დარგის მეცნიერებს,არამედ ლიტერატორებსა და ზოგადად ინტელექტუალებს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითისათვის,XVI საუკუნის ევროპაში უკვე არსებობდა ასტრონომთა,მათემატიკოსთა,პროფესორთა და ნატურფილოსოფოსთა სხვადასხვა საზოგადოებები.მათში კი შედიოდნენ ისეთი გენიალური მეცნიერები,როგორებიც იყვნენ – იოჰანეს კეპლერი,ტიჰო ბრაგე,ჯონ დი,იოაჰიმ ფონ რეტიკი და სხვები.თავად “უჩინარი კოლეგიის” პირველი წევრები კი გახლდნენჯონ – ჯონ ეველინი,კრისტოფერ რენი,რობერტ ბოილი,ჯონ უილკინსი,უილიამ პეტი და სხვები.ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდად,ერთმანეთთან ურთიერთობისა,საზოგადოების წევრები იყენებდნენ “მარგინალიებს” (ბეჭდური ან ხელნაწერი შენიშვნები წიგნის არეებზე),რომლებიც საკუთარ პერსონალურ წიგნებზე ჰქონდათ დატანილი შენიშვნების სახით,რომლებსაც ერთმანეთს ჩუქნიდნენ და შესაბამისად უზიარებდნენ საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ ხედვის მიმართ.