ტომას ჰენრი ჰაქსლის პასუხი – ეპისკოპოს უილბერფორსს…
თავის ანონიმურ კრიტიკულ სტატიაში ეპისკოპოსმა სემუელ უილბერფორსმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ “დამამცირებელი შეხედულება ადამიანის პირუტყვული წარმომავლობის შესახებ,ადამიანისა,რომელიც ღმერთმა თავისი მაგვარი შექმნა”,უარყოფილი უნდა იქნეს,რადგანაც ეს მოსაზრება სრულებით არ შეესაბამება და გამორიცხავს იდეას,რომ ადამიანი ყველა დანარჩენ ცხოველზე მაღლა დგას.ევოლუციის ირგვლივ აღძრული გახმაურებული დებატების დროს,რომელიც 1860 წელს ინგლისის ქალაქ ოქსფორდში გაიმართა,ეპისკოპოსმა უილბერფორსმა,საყოველთაოდ ცნობილ ინგლისელ ზოოლოგსა და ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე მხარდამჭერის ჩარლზ დარვინის – “ევოლუციის თეორიისა” – ტომას ჰენრი ჰაქსლის (1825-1895 წელბი) ჰკითხა:
- თქვენ ბებიის მხრიდან ბრძანდებით მაიმუნის შთამომავალი,თუ ბაბუის?
ასეთი კითხვისაგან გაღიზიანებულმა ჰაქსლმა კი ეპისკოპოსს მიუგო:
- მირჩევნია,მაიმუნის შთამომავალი ვიყო,ვიდრე ისეთი ადამიანის,რომელსაც შეუძლია,ეპისკოპოსის ქარაფშუტობით ისაუბროს სერიოზულ საკითხებზე. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ბევრი არაფერია ცნობილი,კიდევ რა თქვეს და რა მოისმინეს იმდღევანდელ დებატებზე,მაგრამ ტომას ჰენრი ჰაქსლის პასუხი ჩარლზ დარვინის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ევოლუციის გარშემო ამტყდარ მთელ იმ პაექრობაში გადამწყვეტ მომენტად მიიჩნიეს. (ავტორი გენია.ჯი)