პეტარ ბრზიცა – “სერბებისხოცვის მეფე”
აღნიშნული პოსტის ნახვა არ გახლავთ რეკომენდირებული არასრულწლოვანებისათვის და სუსტი გულის მქონე ადამიანებისათვის,რადგან ის ისტორია,რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ,შეიცავს იმ გაუგონარ არაადამიანურ და მხეცურ ქმედებებს (ფოტოებთან ერთად),რომლებიც ჩადენილ იქნა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ხორვატი ფაშისტის და “კაცთმოძულე-მიზანთროპის” – პეტარ ბრზიცას მიერ. (ავტორი გენია.ჯი)
პეტარ ბრზიცა – დაიბადა 1917 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში.დაამთავრა შიროკი-ბრიეგეს კოლეჯი,რის შემდეგაც იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა ზაგრების უნივერსიტეტში.ამავე პერიოდიდან გაწევრიანდა “დიდი ჯვაროსნების ორდენში”.ბრზიცა თავიდანვე შეპყრობილი გახლდათ ნაციონალისტური იდეებით,რის გამოც გაწევრიანებულ იქნა ხორვატულ ფაშისტურ ორგანიზაცია – “უსტაშში”,რომელიც თავის მხრივ დაარსებულ იქნა 1929 წელს იტალიაში,ხორვატული ფაშიზმის ფუძემდებლისა და ხორვატული რადიკალური ნაციონალური მოძრაობის – ანტე პაველიჩის მიერ (1941-1945 წლებში ხორვატიის დამოუკიდებელი ქვეყნის დიქტატორი).აღსანიშნავია,რომ ბრზიცა,პაველიჩის იდეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თავგამოდებული დამცველი იყო.გარდა ამისა,იგი გაწევრიანებული გახლდათ “კრიჟარის” კათოლიკურ ორგანიზაციაში.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,დამოუკიდებელი ხორვატული სახელმწიფოს არმიის ლეიტენანტის წოდებამდე მიაღწია.ამავე დროს მუშაობა დაიწყო “იასენოვაცის სიკვდილის ბანაკში”,რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა 1941 წლის აგვისტოში ხორვატი ფაშისტების მიერ,დამოუკიდებელი ხორვატული სახელმწიფოს დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრის მოშორებით.ცნობილია ის ფაქტი,რომ აღნიშნული სიკვდილის ბანაკი ერთობ მჭიდროდ “თანამშრომლობდა” სხვა ფაშისტურ ბანაკებთან და ზოგადად გერმანელ ფაშისტებთან.მიუხედავად იმისა,რომ ზუსტი ციფრი ბანაკის მსხვერპლთა არ არსებობს,არის ვარაუდები,რომ იქ მხეცურად იქნა განადგურებული 56 000-დან 97 000 ადამიანამდე.მათ შორის სერბები,ებრაელები,ბოშები და ის ხორვატი პოლიტიკოსები,რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პაპაველიჩის კაცთმოძულე რეჟიმს.სწორედ იმ ბანაკში მუშაობდა სისასტიკით განთქმული “მიზანთროპი” – პეტარ ბრზიცა,რომლისთვისაც არაფერი წმინდა და ადამიანური არ არსებობდა.იგი განსაკუთრებული და გამორჩეული სისასტიკით გამოირჩეოდა სერბი ტყვეების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) 1942 წლის მარტის თვეში,მან მონაწილეობა მიიღო,”იასენოვაცის სიკვდილის ბანაკში” გამართული საშინელ შეჯიბრში (პროექტში),რომლის სახელწოდებაც მეტად ცინიკურად გამოიყურებოდა და ასე ჟღერდა: “რომელი დანის წარმოება ჯობს,იმისათვის,რომ ჯალათებმა ადამიანები მოკლან სწრაფად,ისე,რომ თავად არ დაიღალნონ”.შეჯიბრის ერთ-ერთი არსი მდგომარეობდა იმაში,თუ რომელი ბანაკის ზედამხედველი უფრო მეტ სერბს დახოცავდა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.აღნიშნული საშინელი შეჯიბრის გამარჯვებული პეტერ ბრზიცა გახდა,რომლის სისასტიკემაც,თავად გერმანელი ფაშისტებიც კი გააოცა.მან ერთი დღე ღამის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდით სიცოცხლეს გამოასალმა 1 360 სერბი-ტყვე.მათ შორის ბავშვები,ქალები,ახალგაზრდები და მოხუცები.ისედაც გაუბედურებული ხალხის დასახოცად კი ძირითადად გამოიყენა სერბული სპეციალური დანა.გარდა ამისა იგი სერბ ტყვეებს კლავდა ნაჯახისა და ხერხის გამოყენებითაც.სწორედ ამ დღის შემდეგ შეარქვეს მას ზედსახელად – “სერბებისხოცვის მეფე”.”გამარჯვებული” პეტერ ბრზიცა კი დაჯილდოებულ იქნა ოქროს საათით,ვერცხლის სერვისით,შემწვარი გოჭითა და ღვინოთი.1945 წელს,მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე,სერბების შურისძიებისა და მართლმსაჯულებისაგან თავის არიდების მიზნით გაიქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სახელისა და გვარის შეცვლის შემდგომ მიიღო ქვეყნის მოქალაქეობა.მიუხედავად იმისა,რომ იუგოსლავია ითხოვდა მის გადაცემას,ეს ღონისძიება ვერ განხორციელდა.ამაში იუგოსლავიას ვერც სიმონ ვიზენტალის ცენტრი დაეხმარა,რომელიც ამერიკასთან ხანგრძლივ დისკუსიაში იყო ჩართული ბრზიცას გადაცემის საკითხზე.1970-იან წლებში მისი კვალი გაქრა.მიუხედავად ამისა,იუგოსლავიამ 1990-იან წლებში კვლავ მოითხოვა მისი გადაცემა,თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ და საბოლოოდ 2007 წელს დაუდასტურებელი მონაცემებით იგი გარდაცვლილად იქნა ცნობილი.ფაქტიურად,კაცთმოძულეობის ერთ-ერთმა “სიმბოლომ” ისე გალია სიცოცხლის 92 წელი,რომ განსასჯელის სკამზე არ დამჯდარა,მის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებისა და სერბების გენოციდის გამო. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მკითხველო! აქვე გთავაზობთ იმ შემაძრწუნებელ ფოტოებს,რომელიც იმ საშინელ დღეს იქნა გადაღებული,როდესაც პეტარ ბრზიცა სასტიკად უსწორდებოდა სერბ-ტყვეებს:
“სერბებვისხოცვის მეფე” – პეტერ ბრზიცა