არქიმედე – “ეპიზოდი”
ლეგენდარული გადმოცემები ისტორიულ პიროვნებებზე ყოველთვის არ ეთანხმება ფაქტებს,მაგრამ იმდენად საინტერესოა,რომ არასდროს არ გვავიწყდება.ბევრი ლეგენდა არსებობს ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მეცნიერის,მათემატიკოსისა და მექანიკოსის – არქიმედეს (ძვ.წ.აღ-ით 287-212 წლები) და მისი აღმოჩენების შესახებ,რომელთაგანაც ერთ მათგანს აქვე შემოგთავაზებთ:
გიერონი სიცილიის ქალაქ სირაკუზის მეფე რომ გამხდარა,გადაუწყვეტია,უკვდავი ღმერთებისათვის მადლობის ნიშნად სამეფო ოქროს გვირგვინი შეეწირა და ხელოსნისათვის გვირგვინის დასამზადებლად ოქროს საჭირო რაოდენობა მიუცია. (ავტორი გენია.ჯი) დანიშნულ დროს ხელოსანმა გვირგვინი მოიტანა.მისი წონა ზუსტად გვირგვინისათვის გაცემული ოქროს წონის ტოლი გახლდათ.თუმცა გიერონს მოახსენეს,რომ ოქროს ნაწილი ხელოსანმა ვერცხლით შეცვალაო.ამ ფაქტით მეფე მეტად განრისხებულა,მაგრამ არ იცოდა,როგორ ემხილებინა ცრუ ხელოსანი.ბევრი ფიქრის შემდეგ,გიერონი მივიდა გადაწყვეტილებამდე,რომ დახმარების მიზნით არქიმედესათვის მიემართა.რაღა თქმა უნდა,დიდმა ძველბერძენმა მეცნიერმა მეფეს უარი არ უთხრა და დახმარებაც აღუთქვა.
არქიმედემ დაამზადა ორი ზოდი: ერთი ოქროსაგან,ხოლო მეორე – ვერცხლისაგან.თითოეულის წონა გვირგვინის წონის ტოლი იყო.შემედგ აიღო ჭურჭელი,პირამდე აავსო წყლით,შიგ ვერცხლის ზოდი ჩაუშვა და აღნიშნა რამდენი წყალი გამოიდევნა.
არქიმედემ ანალოგიური ცდა ოქროს ზოდზეც გაიმეორა.ოქროს ზოდის მოცულობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა,ვიდრე იმავე წონის ვერცხლის ზოდისა.შემდეგ წყლიან ჭურჭელში სამეფო ოქროს გვირგვინი ჩაუშვა და გამოირკვა,რომ ახლა სამეფო გვირგვინმა უფრო მეტი წყალი განდევნა,ვიდრე ოქროს ზოდმა და ნაკლები,ვიდრე ვერცხლის ზოდმა. (ავტორი გენია.ჯი) სამივე შემთხვევაში გამოდევნილი წყლის მოცულობის შედარებით არქიმედემ გამოთვალა,რამდენი ოქრო და ვერცხლი დაიხარჯა სამეფო გვირგვინის დასამზადებლად და ასე გამოააშკარავა ხელოსნის დანაშაული,რომელიც მეფემ შემდგომ მკაცრად დასაჯა.
P.S. ამ ლეგენდაში ორი გარემოებაა მნიშვნელოვანი.პირველი: არქიმედემ რთული ფორმის მყარი სხეულების მოცულობის გაზომვის ხერხს მიაგნო და მეორე: მან სხვადასხვა ნივთიერების წონა შეადარა წყლის წონას.ესე იგი პირველმა მიაქცია ყურადღება ფიზიკური სხეულების თვისებებს,რომლებსაც ახლა სიმკვრივეს ან ხვედრით წონას ვუწოდებთ.ეს კი თავისთავად დიდი აღმოჩენა იყო.არქიმედეს მიერ გამოყვანილი კანონები საფუძვლად დაედო თანამედროვე მეცნიერებას. (ავტორი გენია.ჯი)