“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ადამიანის შეცვლა თუ გსურთ, ბებიამისით უნდა დაიწყოთ. მაგრამ ვაი, რომ ბევრს ბებია ცოცხალი არა ჰყავს”.
* * *
2. „სიკვდილმა თქვა, ისე ვერავინ მოვკალი, რომ სხვას არ დააბრალონო”.
* * *
3. „რასაც ფილოსოფოსი ვერ განმარტავს,ბრიყვი განიცდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ნებისმიერი ადამიანი ბედნიერებისთვისაა გაჩენილი, რაოდენ სულელურადაც არ უნდა იყოს ჩასახული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „სინანული ის კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით”.
* * *
6. „ნუთუ შემთხვევითია, თავისუფლების ქანდაკებას ხელზე ბეჭედი რომ არ უკეთია?”
* * *
7. „თავი უკანალის დაცვის საუკეთესო საშუალებაა”.
* * *
8. „ხოხვისთვის გაჩენილი ცაში ვერ იფრენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „შენი წარსული შენს დუმილში იმალება, აწმყო საუბარში, ხოლო მომავალი – შენს მცდარ ნაბიჯებში”.
* * *
10. „ფარისევლური სიყვარული – ზიზღზე უარესია”.