“სპარსული სიბრძნე”
1. როდესაც შეგეძლო,არ იცოდი და როდესაც იცოდი,აღარ შეგეძლო.
2. თუ გიყვარს საკუთარი დედა,სხვის დედასაც პატივი მიაგე.
3. თუ კი გადაწყვეტ ვირის ცოლი გახდე,არ დაივიწყო,რომ მისი სატარებელი ტვირთის ტარებაც,თავად მოგიწევს.
4. არ გამოვიდა ისე,როგორც მე მსურდა,თუმცა გამოვიდა ისე,როგორც ღმერთს სურდა.
5. ვარდი – ეკლის მეგობარია.
6. თავდაპირველად,მეგობრებთან დაალაგე ურთიერთობები და მტერს ამის შემდგომ დაესხი თავს.
7. მასწავლებლის სიმკაცრე,მამის ალერსზე უმჯობესია. (ავტორი გენია.ჯი)
8. ადამიანის გონიერება,მისი თვალებიდანაც ჩანს.
9. ადამიანი,საკუთარი სიტყვის უკან იმალება.
10. არ გასცემ და ვერც მიიღებ.