ნიკია – სოკრატეს შესახებ…
“კაცი,რომელსაც საუბარში ჩაითრევს სოკრატე,თითქოს მისი განუყრელი თვისტომი ხდება და, მიუხედავად იმისა,თუ თავდაპირევლად რას ეხება სჯა-ბაასი,მანამდის ვერ დააღწევს თავს,სანამ თანამოსაუბრის კითხვებით ჩიხში მომწყვდეული,ბოლოს და ბოლოს,იძულებული არ იქნება ანგარიში ჩააბაროს მას,კერძოდ უთხრას,თუ როგორ ცხოვრობს ამჟამად და როგორი იყო მთელი მისი ცხოვრება დღევანდელ დღემდე.ამ დღეში რომ ჩააგდებს,სოკრატე მანამდე არ მოეშვება,სანამ ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაცხრილავს და განიხილავს. (ავტორი გენია.ჯი) მე ზედმიწევნით ვიცნობ მას და ვიცი,რომ ამნაირ დაკითხვას ვერ გადავურჩები; ისიც კარგად ვიცი,რომ თვითონვე დავყვები მის ნებას,რადგანაც მიხარია ამ კაცის გვერდით ყოფნა და, ვფიქრობ,საძრახისი არა არის რა იმაში,რომ გავიხსენოთ,როდის ვიქცეოდით ან ვიქცევით ცუდად; პირიქით,ვინც თავს არ არიდებს ამნაირ გამოცდას,არამედ სოლონის თქმისა არ იყოს,მთელი სიცოცხლის მაძლიზე სწავლობს,რაკიღა ნაკლებად სწამს,რომ სიბერე თავისთავად მიართმევს ცოდნას, – სამერმისოდ უფრო ჭკუადამჯდარი და წინდახედული იქნება.ამიტომ პირადად ჩემთვის არც უჩვეულო და არც სათაკილო არა არის რა იმაში,რომ სოკრატემ გამომცადოს.ამიტომ ვამბობ,რომ მე,პირადად არაფერი მიშლის ხელს ისე ვესაუბრო სოკრატეს,როგორც თვითონ სურს”. (ავტორი გენია.ჯი)