ვლადიმერ მაიაკოვსკი – “ეპიზოდი”
საქართველოში დაბადებულ რუს პოეტს,დრამატურგს,რუსული ფუტურიზმის ფუძემდებელსა და “საბჭოთა პოეზიის მზედ” ცნობილ - ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები),ძალიან უყვრადა “ბილიარდის” თამაში და იგი საკმაოდ პროფესიონალურ დონეზეც თამაშობდა მას.როგორც ცნობილია,მაიაკოვსკი,გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორზე – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტზე დიდი მოყვარულიც კი ყოფილა ბილიარდის თამაშისა (რომელიც თავის მხრივ იმდენად აზარტული მოთამაშე იყო ბილიარდისა,რომ სათამაშო მაგიდასთან ერთი კონცერტიდან შემოსულ სრულ ჰონორარსაც კი ათამაშებდა).მაიაკოვსკის ბიოგრაფიაში არა ერთი ფაქტი ყოფილა იმისა,რომ პოეტი ბილიარდს ფულზე თამაშობდა და იგი იმდენად კარგი მოთამაშეც იყო,რომ ხშირ შემთხვევებში გამარჯვებული გამოდიოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ერთ-ერთი თამაშისას დამარცხდა,რუს ლიტერატორთან – ვასილი ბორახვოსტოვთან.ამ მარცხმა მაიაკოვსკის საკმაოდ დიდი თანხა წააგებინა.ნაღდი ფული პოეტს არ ეყო წაგებულის გასასტუმრებლად და სხვა,რომ ვერაფერი მოიფიქრა,ბორახვოსტოვს შესთავაზა,რომ ხელწერილით დაუმტკიცებდა იმ ჰონორარს,რომელიც ერთ-ერთი მისი ყველაზე ცნობილი სტატიიდან – “როგორ გავაკეთოთ ლექსი”,უნდა მიეღო.აღნიშნული წინადადება კატეგორიულად უარყო ბორახოვსკიმ და შესაბამისად არ დათანხმდა მის შეთავაზებას.როგორც ამბობენ გამარჯვებულმა ვასილი ბორახვოსტოვმა,ვლადიმერ მაიკოვსკის დიდსულოვნად აპატია “ვალი” და ისინი კარგ მეგობრებადაც დარჩნენ.აღნიშნულ ისტორიას კი დღესაც ხშირად იგონებენ ბილიარდის მოყვარულები და ლიტერატორები. (ავტორი გენია.ჯი)