ვიკონტესა ნენსი ასტორი – “ეპიზოდი”
ერთხელ,გლამურული ცხოვრების წესით გამორჩეულმა - ვიკონტესა ნენსი ასტორმა (1879-1964 წლები),რომელიც პირველი ქალი დეპუტატი იყო “გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში”,დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრს – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილს,შესთავაზა მის მიერვე მოწყობილ “მასკარადზე” მისვლა.მიუხედავად იმისა,რომ ისინი ერთმანეთის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იყვნენ,უინსტონმა ქალბატონისაგან შეთავაზება მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამავე დროს,ლედი ასტორს რჩევა ჰკითხა,თუ როგორი ნიღბით ჯობდა გამოცხადებულიყო მასკარადზე.ლედი ნენსი ასტორმა კი ჩერჩილს,საკმაოდ ორიგინალური რჩევა მისცა:
- თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ფხიზელი ადამიანის ნიღაბი მოგიხდებათ,რადგან ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ფხიზელი ადამიანის ნიღბით თქვენი ხილვა” (ცნობილი ფაქტია,რომ უინსტონ ჩერჩილს,”ალკოჰოლი” ძალიან უყვარდა და ფხიზელი ის თითქმის არასოდეს ყოფილა).
P.S. გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტისა,ასევე ცნობილია მათ შორის გამართული ერთი დიალოგის საკმაოდ საინტერესო დეტალი:
ვიკონტესა ნენსი ასტორმა უინსტონ ჩერჩილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- მე რომ თქვენი მეუღლე ვიყო,ყავაში აუცილებლად საწამლავს შევურევდი, – რაზეც ჩერჩილმა საკმაოდ გონებამახვილური პასუხი გასცა:
- მე რომ თქვენი ქმარი ვიყო,ქალბატონო ასტორ,აუცილებლად დავლევდი მას. (ავტორი გენია.ჯი)