ჟოან მირო – “ფერმა”
“ფერმა” – წარმოადგენს დიდი ესპანელი (კატალონიელი) მხატვრის,სკულპტორისა და კერამისტის – ჟოან მიროს (1893-1983 წლები) მიერ 1921-1922 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ სურათს.აღნიშნული ტილო,მხატვარმა კატალონიაში მდებარე მონტ-როჩ-დელ-კამპის მუნიციპალიტეტში დახატა.სურათის სიმაღლე 123,8 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 141,3 სანტიმეტრი.მიუხედავად იმისა,რომ იგი ბარსელონაში დაიბადა,პატარაობიდანვე დაკავშირებული გახლდათ იმ ქალაქთან,სადაც ცხოვრების გარკვეული ეტაპის გატარება მოუწია.ამ თემატიკას კი,იგი არაერთხელ შეეხო საკუთარ ადრეულ შემოქმედებაში.სურათზე გამოსახული სახლი,წარმოადგენდა მხატვრის მფლობელობაში მყოფ,ქალაქგარეთ მდებარე სახლს. (ავტორი გენია.ჯი) ჟოანი,აღნიშნულ ტილოს თავისი შემოქმედების და კარიერის საკვანძო ნამუშევრად მიიჩნევდა.მოგვიანებით,ჟოან მიროს შესანიშნავი სურათი – “ფერმა”,5000 ფრანგულ ფრანკად იქნა შეძენილი დიდი ამერიკელი მწერლის – ერნესტ მილერ ჰემინგუეის მიერ პარიზში.1934 წელს,ჰემინგუეი ერთ-ერთ ინტერვიუში,აღნიშნული ტილოს შესახებ აცხადებდა: ”მე არასოდეს გავცვლი “ფერმას”,მსოფლიოს არც ერთ სხვა სურათში”.კიდევ უფრო მოგვიანებით,ჟოან მირომ მონტ-როჩ-დელ-კამპი სხვა სურათებშიც ასახა.მხატვარი აცხადებდა,რომ ტილოს დახატვას ცხრა შრომატევადი თვე მოანდომა და დღეში საშუალოდ 7-დან 9 საათამდე მუშაობდა.ასევე იგი ამბობდა,რომ სურათის დახატვას იმდენივე დრო დასჭირდა,რაც ადამიანის დაბადებას სჭირდებოდა (9 თვე).მხატვარი პარიზში ყოფნისას წუხდა,რომ შეუძლებელი იყო მეორე კატალონიის დახატვა.ერნესტ მილერ ჰემინგუეის თვითმკვლელობის შემდეგ,ჟოან მიროს ტილო – “ფერმა”,წარმოდგენილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე (ვაშინგტონი) – “ხელოვნების ეროვნულ გალერეაში”,რომელსაც იგი დიდი ამერიკელი მწერლის მეუღლემ – მერი ჰემინგუეიმ პირადი კოლექციიდან,1987 წელს საჩუქრად გადასცა.2006 წელს,ჟოან მიროს მონტ-როჩ-დელ-კამპში მდებარე სახლი,ესპანეთში გამოცხადებულ იქნა ეროვნული კულტურის ღირებულებად,სადაც გახსნილ იქნა კიდეც მუზეუმი.თავად ტილო კი,დღემდე დაცულია ვაშინგტონში მდებარე – “ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)
ჟოან მიროს სახლი მონტ-როჩ-დელ-კამპში,რომელიც ასახულია ტილოზე – “ფერმა”