„დამაკვირდი”
1. „სიბრმავის გამო სწორედ ის საყვედურობს ხალხს, ვინც თავადვე დასთხარა მას თვალები”. – ჯონ მილტონი
* * *
2. „მოკლე ჭკუას – გრძელი ენა აქვს”. - არისტოფანე
* * *
3. „ცილისწამებას ორი მსხვერპლი ჰყავს, გამავრცელებელი და მისი დამჯერი”. – ჰეროდოტე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „მცოდნე რეგვენი აუტანელია”. – მოლიერი
* * *
5. „ერთხელ თუ ვინმემ მოგატყუათ, ის დამნაშავეა თქვენს წინაშე, მაგრამ იგივე პიროვნებამ, მეორედაც თუ მოგატყუათ, მაშინ თქვენ ბრძანებულხართ ბრიყვი”. – პროსპერ მერიმე
* * *
6. „თუ ღირსება შეგელახა ალალ-მართალს, ღვარე ცრემლი – აღარავინ დაგიჯერებს”. – აბუ ალი იბნ სინა
* * *
7. „სილამაზე ძვირფას ქვას ჰგავს. რაც უფრო სადაა, მით უფრო ძვირფასია”. – ფრენსის ბეკონი
* * *
8. „ალკოჰოლი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია, მაგრამ „ბიბლია” ხომ გვასწავლის – გიყვარდეს მტერი შენიო?!”. – ფრენკ სინატრა
* * *
9. „ბრძენთა მოქმედებას ჭკუა განსაზღვრავს, გონიერთა ქმედებას გამოცდილება, სულელის ქმედებას კი აუცილებლობა”. – მარკუს ტულიუს ციცერონი
* * *
10. „ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასოდეს ვერ შეცვლის”. – ფრიდრიხ შილერი – (ავტორი გენია.ჯი)