„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „თუკი თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები”.
* * *
2. „გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „როცა ადამიანი სტუმრად მიდის, ის მასპინძლის დროს ხარჯავს და არა თავისას”.
* * *
4. „ფული ყველაზე მეტად მას ჭირდება, ვისაც მისი მალე მოშორება უყვარს”.
* * *
5. „იუმორი საკუთარ დარდთან თამაშია”.
* * *
6. „დაივიწყე შეურაცყოფა, მაგრამ არ დაივიწყო სიკეთე”.
* * *
7. „არაფერია უფრო საინტერესო, ვიდრე – საიდუმლო, უფრო ტკბილი, ვიდრე – აკრძალული, უფრო ძვირფასი, ვიდრე – დაკარგული და უფრო მოსაწყენი, ვიდრე – შეჩვეული”.
* * *
8. „გააკეთე ის, რაც ვალდებული არ ხარ გააკეთო. რაც გევალება, იმას ისედაც გაგაკეთებინებენ”.
* * *
9. „მილიონის პოვნა უფრო იოლია, ვიდრე ისეთი ადამიანისა, რომელსაც შეიძლება ეს ფული ანდო”.
* * *
10. „მე ვწუწუნებდი იმაზე, რომ ფეხსაცმელი არ მქონდა იქამდე, სანამ არ ვნახე კაცი, რომელსაც ფეხები არ ქონდა”. – (ავტორი გენია.ჯი)