ჯუზეპე გვარნერი – “ვიეტანის ვიოლინო”
მსოფლიოში ყვველაზე ძვირად ღირებულ მუსიკალურ ინსტრუმენტად მიჩნეულია,ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი (ლომბარდიელი) ოსტატისა და კრემონული სკოლის ფუძემდებლის – ბართოლომეო ჯუზეპე ანტონიო გვარნერის (1698-1744 წლები) მიერ 1741 წელს ნაძვისა და წიფლის ხისაგან დამზადებული უნიკალური ვიოლინო.მის მიერ დამზადებულ ვიოლინოებზე უკრავდნენ ისეთი გენიალური შემსრულებლები,როგორებიც გახლდნენ – ნიკოლო პაგანინი,ფრიც კრეისლერი და სხვები.პაგანინიმ გვარნერის შემოქმედება პირველად,ბართოლომეოს 14 წლის ასაკში ყოფნის დროს იხილა და იმთავითვე აღნიშნა: “ამ ბავშვისაგან დიადი ადამიანი გაიზრდებაო”, – რაც აღსრულდა კიდეც.ჯუზეპე გვარნერის მიერ შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ვიოლინოზე კი,თავის დროზე ასევე უკრავდა ვირტუოზი ბელგიელი კომპოზიტორი და მევიოლინე – ანრი ვიეტანი (1820-1881 წლები),რომლის საკუთრებადაც მიიჩნეოდა იგი 15 წლის განმავლობაში (აღნიშნული ვიოლინო მისსავე სახელს ატარებს – “ვიეტანის ვიოლინო”).2010 წელს,ჯუზეპე გვარნერის მიერ დამზადებული ის ვიოლინო,რომელიც ანრი ვიეტანს ეკუთვნოდა – ჩიკაგოში Bein & Fushi-ს მიერ მოწყობილ აუქციონზე 18 მილიონ დოლარად იქნა გაყიდული.მისი მყიდველი კი ბრიტანელი ბანკირი – იან სტუცკერი გახლდათ.ცნობილი მევიოლინე პიტერ კვინტი “ვიეტანის ვიოლინოს” შესახებ წერდა: “ეს ინსტრუმენტი ფლობს წარმოუდგენელ ძალას,არა მხოლოდ ხმის თვალსაზრისით,არამედ მუსიკალური ხმოვანების ხარისხითაც.მას შეუძლია ფართო ხმოვანი პალიტრის წარმოდგენა,რომელიც საშუალებას იძლევა დიდი ემოციური სპექტრის გამოხატვისა”.ცნობილია,რომ გვარნერმა,სტრადივარიუსზე 10-ჯერ ნაკლები მუსიკალური ინსტრუმენტი შექმნა.მიუხედავად ამისა,სწორედ მის მიერ შექმნილ მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიიჩნევენ უმაღლესი ოსტატიბის თვალსაჩინო ნიმუშებად.დღესდღეობით,ჯუზეპე გვარნერის მიერ დამზადებული 140-მდე ვიოლინოა შემორჩენილი,რომლებიც დაცულია მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. (ავტორი გენია.ჯი)