რამზეს II დიდი – “ეპიზოდი”
1974 წელს ეგვიპტოლოგებმა აღმოაჩინეს,რომ ეგვიპტის ლეგენდარული ფარაონის - რამზეს II-ეს (ქვეყანას განაგებდა ძვ.წ.აღ-ით 1279-1213 წლებში) “მუმიამ”,ათასწლეულების გასვლის შემდგომ,ერთი პერიოდის მანძილზე,ძალიან სწრაფად დაიწყო გაფუჭება.აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მსოფლიოში წამყვან მეცნიერებსა და ისტორიკოსებში,რის გამოც სასწრაფოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე,რომ იგი საფრანგეთში თვითმფრინავით გადაეტანათ,ექსპერტიზისათვის და რესტავრაციისათვის.აღსანიშნავია,რომ რამზეს II-ეს “მუმიას” გაუკეთეს თანამედროვე ეგვიპტური პასპორტი,რომლის გრაფაშიც (თუ ვინ იყო ის პროფესიით) ეწერა – “გარდაცვლილი მეფე”.პარიზის აეროპორტში კი აღნიშნულ პროცესიას ადგილობრივი ხელისუფლება,ისეთივე დიდი ცერემონიით დახვდა,როგორც ხვდებიან სახელმწიფოს მეთაურებს (სრული სამხედრო პატივითა და სამხედრო წესით). (ავტორი გენია.ჯი)