ერიხ მარია რემარკი – “ეპიზოდი”

დიდი გერმანელი მწერალი - ერიხ მარია რემარკი (1898-1970 წლები),თავისი “ანტიფაშისტური” იდეებით ცნობილი პიროვნება გახლდათ.ისტორიული ფაქტია,რომ მისი გენიალური ნაწარმოები – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”,ფაშისტებმა 1933 წელს პირველივე საჯაროდ მოწყობილ კოცონზე დაწვეს.ხოლო მისი ემიგრაციის შემდეგ,მასზე არა ერთი “დეზინფორმაცია” გაავრცელეს.მათ შორის ისიც,რომ თითქოს ერიხი არა გერმანელი,არამედ “ფრანგი ებრაელების” შთამომავალი იყო და მისი ნამდვილი გვარი არა რემარკი,არამედ – “კრამერი” იყო.მიუხედავად ამისა,საზოგადოებისათვის ცნობილი იყო,რომ აღნიშნული ინფორმაცია,გერმანული “გესტაპოს” მიერ შეთხზული დეზინფორმაცია გახლდათ და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)