Pelochelys cantorii

Pelochelys cantrii - განეკუთვნება იმ ტრიონიქსისებრნთა ოჯახის,მტკნარი წყლის რბილტყავა კუთა რიგს,რომელსაც ზოოლოგები ერთი პერიოდის მანძილზე გადაშენებულ სახეობად მიიჩნევდა.მათი გავრცელების ძირითად არეალს წარმოადგენს კამბოჯა,ბანგლადეში,ბირმა,მალაიზია,ვიეტნამი,ტაილანდი და ინდოეთი.სულ ბუნებაში,რბილტყავიანთა კუს ორი ოჯახის – ოცდასამი ქვესახეობა არსებობს და აღნიშნული სახეობა,მათ შორის ყველაზე დიდია.სიგრძით 2 მეტრამდე იზრდებიან,ხოლო წონით 50 კილოგრამამდე.გააჩნიათ უცნაური ფორმის (ხორთუმის მაგვარი) ცხვირი.სხვა თანამოძმეებისაგან განსხვავებით,ძირითად დროს უძრავად ატარებენ,სილაში ჩაფლულები,რა დროსაც მხოლოდ თავისა და თვალების ნაწილი უჩანთ. (ავტორი გენია.ჯი) არიან წყლის მოყვარული ქვეწარმავლები.ისინი მტაცებელი რიგის გახლავან და გამოირჩევიან მსხვერპლზე ჩასაფრებით.იკვებებიან მოლუსკებით,თევზებით,წყალმცენარეებითა და კიბორჩხალებით.კვერცხმბადობის პერიოდი თებერვალსა და მარტში აქვთ,რა დროსაც ბუდეებს მდინარის სიახლოვეს,შლამებში იკეთებენ.გარკვეული ხნის მანძილზე იგი გადაშენებული სახეობის ქვეწარმავლად მიიჩნეოდა,რადგან 2003 წელს კამბოჯაში ხილვის შემდეგ 2007 წლამდე,არავის ენახა.თუმცა 2007 წელს მდინარე მეკონგის სანაპიროების კვლევებისას აღმოჩენილ იქნა Pelochelys cantorii-ს რამდენიმე კვერცხი და 11 კილოგრამის მქონე  დედალი ეგზემპლარი,რის შემდეგაც რიგ აზიურ ქვეყნებშიც იქნენ აღმოჩენილნი..დღესდღეობით იგი შეტანილია  ”წითელ წიგნში”,როგორც გადაშენების პირას მყოფი,უიშვიათესი სახეობის ქვეწარმავალი. (ავტორი გენია.ჯი)