“კოსმონავტების კომპენსაცია”
როდესაც 1969 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო – NASA,ამზადებდა კოსმონავტებს მთვარის მისიის შესასრულებლად,ვერცერთმა სადაზღვევო კომპანიამ ვერ გაბედა დაეზღვია კოსმონავტთა სიცოცხლე,რადგან ეს ძალიან დიდ ფინანსურ რისკებთან იყო დაკავშირებული.შესაბამისად,ვერცერთი სადაზღვევო კომპანია ასეთ დიდ რისკზე ვერ წავიდა.თუმცა საბოლოოდ გამოსავალი მაინც იქნა ნაპოვნი: იმ შემთხვევაში,თუკი კოსმონავტები დაიღუპებოდნენ,კომპენსაცია რომ გაეკეთებინათ მათთვის,”NASA”-მ შეიმუშავა ინოვაციური მეთოდი კოსმონავტების დაზღვევისა და გამოუშვა სპეციალური ბარათები,რომლებზეც ყველა აღნიშნული მისიის ეკიპაჟის წევრის “ორიგინალი ავტოგრაფი” იქნა აღბეჭდილი.კოსმონავტების აღნიშნული ავტოგრაფები,მათი მთვარეზე გაფრენის წინ რამოდენიმე წუთით ადრე გაკეთდა.თუკი რომელიმე ასტრონავტი დაიღუპებოდა,ამ შემთხვევაში ოჯახებს გადაეცემოდათ ეს ავტოგრაფიანი ბარათები და მათ უფლება ეძლეოდათ ნებისმიერი კოლექციონერისთვის,ნებისმიერ ფასად მიეყიდათ იგი.თუმცა,საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და უკლებლივ ყველა კოსმონავტი მშვიდობიანად დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. (ავტორი გენია.ჯი)