ემანუელ ლასკერი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი მოჭადრაკე და მათემატიკოსი - ემანუელ ლასკერი (1868-1941 წლები),მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა,როგორც – “ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი მოჭადრაკე”.ოფიციალურად სათავე ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატმა 1886 წელს აიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში.ემანუელმა ჩემპიონის პირველი ტიტული – მსოფლიოს რიგით მეხუთე საჭადრაკო ჩემპიონატზე 1894 წელს მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.აღნიშნული ტიტული მან,მსოფლიოს პირველ ჩემპიონთან (რომელსაც ოთხჯერ ჰქონდა მანამდე მოპოვებული ეს ტიტული) – ვილჰელმ სტეინიცთან,დრამატულ ორთაბრძოლაში (12:7) მოიპოვა და ამის შემდეგ ემანუელი მსოფლიოს ჩემპიონის პრესტიჟულ ტიტულს,მთელი ოცდაშვიდი წლის მანძილზე არავის უთმობდა.თუმცა,როგორც ყოველივე დასაწყისს აქვს დასასრული,ასეთივე ხვედრი ელოდა ემანუელ ლასკერსაც,რომელმაც 1921 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰავანაში,დაძაბული ფინალური მატჩი 5:9 დასთმო კუბელ დიდოსტატ – ხოსე რაულ კაპაბლანკასთან. (ავტორი გენია.ჯი)