შოთა ნიშნიანიძე – “ქალების შეფასება ბერბიჭას მიერ”
ლამაზი ქალი სხვისია,
ლამაზი ქალი მტრისას,
თავს მოგჭრის ძმაო ნისიად,
ისეთ რაღაცას იზამს.
***
ჭკვიანი ქალი რად გინდა,
ჭკვიანი ქალი მტრისას,
თავს დაგაჯდება გაგქირდავს,
და ამოგიხმობს ტვინსა.
***
მდიდარი ჭირვეულია,
მდიდარი ქალი მტრისას,
ღარიბი სულწასულია,
სხვისი შეაცდენს ქისა.
***
თქვენ ვაჟბატონო რამდენი,
ცოდვა გდებია კისრად,
ჰაუ რამდენი ოჯახი
აშენებულა მტრისას.