ადირმაქიდები
ადირმაქიდები - ანტიკური ეპოქის ავტორების გადმოცემის თანახმად,ძველი ლიბიური ტომის ხალხს წარმოადგენდა.ისინი ცხოვრობდნენ,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულის დასაწყისიდან,ამავე ათასწლეულის შუა ნახევრამდე პერიოდებში,თანამედროვე ლიბიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე.თუმცა,რომაული პერიოდის დასასრულს,ეთნომი – ადირმაქიდები,უკვე არც ერთ ისტორიულ წყაროში აღარ გვხვდება.მეცნიერების ვარაუდით,ისინი წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ ჩრდილო აფრიკაში მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფის – ბერბერებისა (კერძოდ ტაურეგების).ადირმაქიდები,მოხსენიებული არიან გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს დიდებულ ნაშრომში – “ისტორია”,რომელიც თავის მხრივ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში დაიწერა და კლაუდიუს პტოლემეს მიერ,ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში დაწერილ წიგნში – “გეოგრაფია”.როგორც ისტორიულადაა ცნობილი,ადირმაქიდებმა მარმარიკებიდან (ისტორიული რეგიონი ჩრდილოეთ აფრიკაში),ლიბიის აღმოსავლეთით გადაინაცვლეს და განსახლდნენ ეგვიპტის საზღვრებთან ახლოს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა ძველეგვიპტური კულტურა და რელიგია.ჰეროდოტე ადიმარქიდების შესახებ წერდა:
“ ადირმაქიდებს ბევრი ტრადიცია,ეგვიპტელების მსგავსი აქვთ.ტანსაცმელი სხვა ლიბიელი ტომების მსგავსი აცვიათ.იკვებებიან ხორცით და სვამენ რძეს.თუმცა ეგვიპტელთა მსგავსად,არ იკვებებიან ძროხისა და ღორის ხორცით.ამიტომ იკვებებიან სხვა სახეობის ცხოველებითა და ფრინველებით.ეწევიან მომთაბარე ცხოვრებას.დასაფლავების წესი ისეთივე აქვთ,როგორც ელინებს.მხოლოდ მათ აქვთ წეს-ჩვეულება,რომლის მიხედვითაც თავიანთ ქალიშვილებს სთავაზობენ მეფეებს.მეფეს კი,თავის მხრივ,რომელი შეთავაზებული ქალიც მოეწონება,მასთან იყოფს სარეცელს.ადირმაქიდები არიან კარგი მესაქონლეები.დაკავებული არიან ნადირობითა და ქოქოსის პალმის შეგროვებით.მათსავე საცხოვრებელ ადგილებში ხარობს მცენარე სილფიერი,იგივე ლაზერი (რომელიც მოგვიანებით საერთოდ გაქრა),რომლის ექსპორტსაც ძველ რომში,ძველ საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში ეწევიან.იქ კი აღნიშნულ მცენარეს სანელებლად გამოიყენებენ”.
ასეთი მცირე ინფორმაციის მიუხედავად,ფაქტია რომ ეს ხალხი ანტიკურ პერიოდში ერთ-ერთი ეთნოსი იყო დედამიწაზე მაცხოვრებელ სხვა ეთნოსთა შორის და ისინი დღევანდელ დღემდე,თანამედროვე ლიბიელთა წინაპრებადაც მოიაზრებიან.მოგვიანებით – “ადირმაქიდები”,თავის ისტორიული ჟანრის რომანში – “სალამბო”,მოიხსენია დიდმა ფრანგმა პროზაიკოსმა-რეალისტმა მწერალმა – გუსტავ ფლობერმა. (ავტორი გენია.ჯი)