ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენის შესახებ…
გენიალური ფრანგი მოქანდაკე და ხელოვანი - ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენი (1840-1917 წლები), რომლის ნამუშევრებმაც არა მარტო მას, არამედ მთელ საფრანგეთს მოუტანა დიდი სახელი, უკიდურეს სიღარიბეში აღესრულა.იმ დროინდელმა საფრანგეთის ხელისუფლებამ – როდენი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცივისთვის ,შიმშილისთვის და სიკვდილისათვისაც კი გაწირა .მათ ძალიან კარგად უწყოდნენ ოგიუსტის სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და თავისუფლად შეეძლოთ დახმარებოდნენ კიდევაც. თუმცა, სამწუხაროდ, არანაირი ქმედითი ნაბიჯი გენიოსის დასახმარებლად არ გადაუდგამს. (ავტორი გენია.ჯი) ოგიუსტ როდენი განსაკუთრებით მივიწყებულ იქნა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. მან კიდევ რამდენჯერმე მიმართა თხოვნით მთავრობას, რათა დახმარებოდნენ ფინანსურად, ან გამოეყოთ მისთვის თუნდაც ერთი პატარა ოთახი, რათა სიცივით არ გათოშილიყო. თუმცა ხელისუფლებამ არც ეს თხოვნა არ იღო ყურად. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გარდაცვალებამდე გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენმა ყველა თავისი „შედევრი-ქმნილება” ოფიციალურად თავის სამშობლოს – საფრანგეთს გადასცა საჩუქრად. აღნიშნულმა ნამუშევრებმა კი ქვეყნის ყველაზე ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში დაიდო ბინა, მაშინ, როდესაც თავად ავტორს საკუთარი ბინა კი არა, ელემენტარული ღამის გასათევი ოთახიც არ გააჩნდა. 1917 წელს ოგიუსტმა უკანასკნელად მიმართა მთავრობას თხოვნით, მისთვის გამოეყოთ ერთი პატარა ადგილი, თუნდაც იმ მუზეუმებში, სადაც მისივე ნამუშევრები იყო დაცული (მათ შორის ლუვრში). პასუხი კი კვლავაც უარყოფითი მიუვიდა. ყველასაგან მიტოვებული გენიალური ფრანგი ხელოვანი - ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენი 1917 წლის 17 ნოემბერს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენზე სიცივით გათოშილი (გარდაცვლილი) იპოვეს… (ავტორი გენია.ჯი)