იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის მოსაზრებით,ადამიანი – “ცხოველია”,ხოლო დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით – “პირუტყვი”.
2. მითიურ კენტავრს რომელიც,აქილევსისა და იაზონის მასწავლებელი იყო – “ქირონი” ერქვა.
3. როდესაც გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი საკუთარ თავზე ლაპარაკობდა,მოწიწების ნიშნად,ქუდს იხდიდა.
4. რუსი მწერალი და დიპლომატი – ალექსანდრე გრიბოედოვი 34 წლის იყო,როდესაც გამოჩენილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის 16 წლის ულამაზესს ქალიშვილზე – ნინო ჭავჭავაძეზე დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი)
5. ბიბლიურად,კაენმა - ღვიძლი ძმა აბელი,სირიაში მდებარე ”კასიონის მთაზე” მოკლა.
6. საფრანგეთის მეფემ 1589-1610 წლებში – ანრი IV დე ბურბონმა,ექვსჯერ შეიცვალა სარწმუნოება.
7. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის ნამდვილი სახელი – არისტოკლე გახლდათ.
8. საქართველოს დაუძინებელი მტერი – თემურ ლენგი,სარწმუნოებით მუსლიმი “სუნიტი” იყო.
9. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე,რომელსაც – “მოციქულთა საუკუნე” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. ”მონოლოგია” – გახლავთ ის მეცნიერება,რომელიც შეისწავლის – “სისულელეს”.