ვანდელის ზღვა
ვანდელის ზღვა - წარმოადგენს არაოფიციალურ სახელწოდებას – ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის იმ ნაწილისა,რომელიც მდებარეობს ნორდონსთრუნინგენის კონცხსა და პირის მიწას შორის (ნახევარკუნძული გრენლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთით).
“ვანდელის ზღვის” მთელი ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი წყალი,წლის ყველა პერიოდში მასიური ყინულით არის დაფარული.ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს გრენლანდიის ორი უდიდესი ყურე – დანმარკი და ფიორდი (ვიწრო ყურე,რომელიც ზრვის მთიან სანაპიროზე გვხვდება) – ინდეპენდესი.”ვანდელის ზღვის” ჩრდილო-დასავლეთით კი მდებარეობს ლინკოლნის ზღვა.
აღნიშნული სახელწოდება ზღვისა,მომდინარეობს ცნობილი დანიელი მკვლევარისა და ჰიდროგრაფის,ვიცე-ადმირალ – კარლ ფრედერიკ ვანდელისაგან (1843-1930 წლები),რომელმაც 1906-1908 წლებში,ექსპედიციასთან ერთად გამოიკვლია გრენლანდიის სანაპირო წყლები.
2008 წლისათვის “ვანდელის ზღვა” არ იყო კარგად შესწავლილი,რადგან მისი დიდი ნაწილი მასიური ყინულით იყო დაფარული.გარდა ამისა,მისი მდებარეობის რეგიონი ურთულესი მეტეოროლოგიური პირობებითაც გამორჩეული ადგილია. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი 1983 წელს ჩატარდა სპეციალური ექსპედიცია,რომლის მიზანიც ზღვაში მყოფი ფაუნის შესწავლა იყო.1998 წელს გადაღებულ იქნა ლინკოლნის და ვანდელის ზღვის აეროსურათები.მიუხედავად მრავალი ტექნოლოგიური მიღწევებისა,დღევანდელ დღემდე “ვანდელის ზღვის” სრულყოფილი შესწავლა კვლავ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მის შესახებ ინფორმაცია არასრული სახითაა წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)