“შავი ჭირის” ეპიდემიის ისტორიიდან…
საყოველთაოდ ცნობილია,რომ 1347 წელს ევროპა “შავი ჭირის” საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა.სწორედ ამ საშინელი ეპიდემიის დომინირებისას,გერმანიის ჩრდილოეთით,შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში მდებარე ქალაქ ლუბეკში დაფიქსირდა ერთი მეტად გასაოცარი შემთხვა:
მას შემდეგ,რაც ლუბეკში “შავი ჭირის” ეპიდემიამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და უამრავი ადამიანი დაიღუპა,ქალაქის მოსახლეობა მივიდა დასკვნამდე,რომ აღნიშნული მოვლენა – “ღვთის რისხვა” გახლდათ.ამიტომ ისინი შეეცადნენ,რომ საშინელი დაავადების თავიდან ასაცილებლად,როგორმე ღვთის გული მოენადირებინათ.მათ ხელი დაავლეს თუკი რამ ფული და ძვირფასეულობა ებადათ და ქალაქში მდებარე ქრისტიანული ტაძრისაკენ დაიძრნენ,რათა მისთვის შეეწირათ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ რაც,ეპისკოპოსებმა და ბერებმა,ტაძრისაკენ მომავალი უზარმაზარი რაოდენობის ადამიანი იხილეს,იმის შიშით რომ “შავ ჭირს” მათთანაც არ შეეღწია - ტაძრის კარები საგულდაგულოდ ჩარაზეს.რადგანაც მოსახლეობას ტაძარი დაკეტილი დახვდა და არ მიეცა შესაძლებლობა ღვთისათვის შესაწირი მიეძღვნათ,იძულებული გახდნენ,ყოველი ის განძი,რაც შესაწირად ჰქონდათ მიტანილი,ტაძრის სარკმლებიდან შეეყარათ ეკლესიაში.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტაძარში შეყრილ უამრავ ძვირფასეულობასა და ფულს,ბერები შემომწირველებს სარკმლიდან – უკანვე უყრიდნენ.ეს პროცესი იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა,რომ სასულიერო პირებს არაქათი გამოეცალათ და რამდენიმე ხანში,ქანცგაწყვეტილებმა,ტაძარში შეყრილი ძვირფასი ნივთებისა და ფულის უკან გადაყრა ვეღარ შეძლეს.შესაბამისად,ისინი იძულებული გახდნენ,დაეტოვებინათ ესოდენ უცნაური მეთოდით შემოსული შემოწირულობა.რამოდენიმე საათში ტაძრის ერთი მონაკვეთი ერთ მეტრამდე სიმაღლის ფულით,ოქროთი და ძვირფასი თვლებით გაივსო.”შავი ჭირის” ეპიდემიის მძვინვარების პერიოდში (რამდენიმე თვის განმავლობაში),ლუბეკის მოსახლეობის მიერ ტაძრისათვის შეწირულ საგანძურზე ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა.
P.S. აღსანიშნავია რომ,”შავი ჭირის” საშინელ ეპიდემიებს ევროპაში ემსხვერპლენ ისეთი გენიოსები,როგორებიც იყვნენ – დომენიკო გირლანდაიო,პიეტრო პერუჯინო,ჰანს ჰოლბეინ (უმცროსი),ტიციანი,ძმები ლორენცები და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)