სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი გამომგონებელი,მხატვარი და “მორზეს ანბანის” შემქმნელი - სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872 წლები),არა მარტო გენიალური გამომგონებელი,არამედ შესანიშნავი ხელოვანიც გახლდათ.მისი მოღვაწეობის პერიოდში,სემიუელს ძირითადად იცნობდნენ,როგორც მხატვარს (ხელოვანს) და არა როგორც გამომგონებელს.მორზემ ხელოვნება იელის უნივერსიტეტში სწავლისას შეითვისა.დაეუფლა სპილოს ძვლის დამუშავების ტექნოლოგიასაც. 1812 წელს ინგლისში გამართულ გამოფენაზე,მისმა დახატულმა ნატურმორტმა ”ოქროს მედალი” დაიმსახურა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე მიიღო ოქროს მედალი 1813 წელს,დიდი ბრიტანეთის სამეფო გალერეაში მოწყობილ გამოფენაში,ნამუშევრისათვის – “მომაკვდავი ჰარკულესი”.აღსანიშნავია,რომ სემიუელის აღნიშნული ტილო,გამოფენის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული.შემდგომი წლების განმავლობაში,მორზე საყოველთაოდ ცნობილი იყო,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი პორტრეტისტი მხატვარი.მის მიერ შესრულებული სურათი – “მარკიზ დე ლაფაიეტი”,დღემდე დაცულია – ნიუ-იორკის სიტი ჰოლში.სამუელ მორზემ,ხელოვნებიდან გამოგონებებში ფეხი,მხოლოდ და მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში შეაბიჯა,რა დროსა შექმნა ისეთი დიდი ქმნილებები,როგორებიცაა – ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი და მორზეს ანბანი.აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მორზეს გარდაცვალების შემდგომ,რამდენიმე ხნის მანძილზე,მისი,როგორც გამომგონებლის რეპუტაცია მიჩქმალული იყო.თუმცა არ მიჩქმალულა სემიუელის,როგორც დიდი მხატვრის სახელი და იგი ერთიორადაც კი გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი)
სემიუელ ფინლი ბრიზ მორზეს მიერ შექმნილი “ოქროს მედალოსანი” ტილო – “მომაკვდავი ჰერკულესი”