ჯანსუღ ჩარკვიანი – „ყველანი სიკვდილის შვილები ვართ”

„დრომ უნდა განვლოს, დღე უნდა დავიწყებას მიეცეს, რომ მოიგონო, მე რა მოვიგონო? ნოდარ დუმბაძე გუშინ წავიდა ჩვენგან, აგერ, ახლახან. ასე მგონია, რასაც ვიტყვი, მოწმედ დამიდგება და იტყვის: “კი, ძამა, მასე იყო”. ასე, რომ მიჭირს, მიჭირს ცოცხალ კაცზე მოგონებების წერა, მაგრამ ისევ ჩვენს თავს ვაბრალებ: – ჭირისუფალი ასე ფიქრობს, ვაითუ ყველაფერი გადაავიწყდეთ, დრო აღარ დარჩეთ, თავი ვეღარ მოაბან, წიგნიც ვერ გამოსცენ. ადამიანები ხომ მალე ივიწყებენ გარდაცვლილებს. ადამიანებს ხომ თავი უკვდავი ჰგონიათ, ის კი არ იციან, ყველანი რომ იმ დალოცვილი დედის, სიკვდილის შვილები ვართ…” (ავტორი გენია.ჯი)