ლუციუს სერგიუს კატილინას მიმართვა “რომის მოქალაქეებს,შეთქმულებისას!”

“ვაჟკაცური ბუნების რომელ მოკვდავს შეუძლია,აიტანოს მათი გადამეტებული სიმდიდრე,რომელსაც ფლანგავენ იმაში,რომ ზღვები დაასახლონ და მთები მიწასთან გაასწორონ; ხოლო ჩვენ ისიც კი გვაკლია,რაც აუცილებელია.მაშინ,როდესაც ისინი ორ ან მეტ სახლს აერთიანებენ,ჩვენთვის ოჯახური კერაც კი არსადაა.ისინი ყიდულობენ სურათებს,ქანდაკებებს,ჭედურ ნივთებს,ანგრევენ ახალ სახლებს და სხვებს აშენებენ.ერთი სიტყვით,ყველანაირი საშუალებით ფლანგავენ,ანიავებენ ფულს,მაგრამ მიუხედავად დაუოკებელი ჟინისა,მაინც ვერ ახერხებენ გაფლანგონ თავიანთი სიმდიდრე.ჩვენს სახლებში კი სიღარიბეა,კარს მიღმა – ვალები.აწმყო გვაქვს სავალალო,მომავალი კი ბევრად უარესი.ბოლოს რაღა გვრჩება ჩვენ უბადრუკი ცხოვრების გარდა?

მაშ,გაიღვიძეთ! აი,ისიც,ნანატრი თავისუფლება! ამას გარდა,ჩვენ თვალწინაა სიმდიდრე,პატივი,დიდება.ბედმა ყოველივე ეს გამარჯვებულებს დაუდგინა ჯილდოდ.ვითარება,დრო,სასამართლო დევნა,სიღატაკე,ომში მოპოვებული საუცხოო ნადავლი ჩემს მჭერმეტყველებაზე უკეთ ღაღადებენ.გამომიყენეთ როგორც სარდალი,ან როგორც ჯარისკაცი,სულითაც და ხორცითაც თქვენთან მიგულეთ.იმედი მაქვს,ერთხელაც,როგორც კონსული,ამას აღვასრულებ თქვენთან ერთად.თუ,რა თქმა უნდა,წინათგრძნობა არ მღალატობს და თქვენ მონობისთვის არა ხართ მზად,ვიდრე ბატონობისთვის”. (ავტორი გენია.ჯი)