“ჩინური სარიტუალო ფული”
“ჩინური სარიტუალო ფული” – რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “მიწისქვეშეთის ბანკის ფული”,წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის მქონე ქაღალდის ფულად ბანკნოტს,რომელიც უძველესი ჩინური ტრადიციის მიხედვით,მიწისქვეშეთის სამყაროში გამოიყენება გარდაცვლილი ადამიანის სულის საცხონებლად და მისთვის კარგი პირობების შესაქმნელად.ჩინელ ბუდისტთა რწმენით,იმისათვის რომ გარდაცვლილთა ჭირისუფლებმა,საკუთარი ახლობლებლის იმიერში ცხოვრება მსუბუქი გახადონ და უზრუნველყონ,ამზადებენ სპეციალურ ქაღალდის ბანკნოტებს და საჩუქრის სახით “გადასცემენ” მიცვალებულებს.შესაბამისად,აღნიშნული ფული მეტად ჭირდებათ გარდაცვლილთა სულებს,რომლებიც მას გამოიყენებენ მიწისქვეშეთის სამყაროში,იქ,სადაც გარდაცვლილთა სულები ცხოვრობენ. (ავტორი გენია.ჯი) სხვა ვერსიის თანახმად,ასეთი სარიტუალო ფული გამოიყენება ერთ-ერთი ბუდისტური ღვთაებისა და ჯოჯოხეთის მბრძანებლის – იამას “მოსაქრთამავად”,რათა მან გარდაცვლილის სულს დაეხმაროს სასამართლოზე,სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვებისათვის,დასჯის თავიდან ასაცილებლად.ჩინეთში “სარიტუალო ფულს’ სხვადასხვა სახელწოდებები აქვთ,მაგალითად – “ოქროს ქაღალდი”,”ვერცხლის ქაღალდი”,”ქაღალდის ფული” და სხვა.ასეთი საოცარი ფული,ბუდისტურ ტაძრებში იწვება სპეციალურ ღუმელებში და იგი ეძღვნება განსაზღვრულ ღვთაებებს.მიუხედავად იმისა,რომ ასეთი სახის ფული უფრო სათამაშო იერის მქონეა,ჩინელი ბუდისტებისათვის იგი მიღებულია,როგორც “ფული,ყოველგვარი იუმორის ჩრდილის გარეშე”.ასეთი სახის ფულის ჩუქება,ყოვლად დაუშვებელია ცოცხალი ადამიანებისათვის (ხუმრობითაც კი),რადგან ასეთ შემთხვევაში იგი აისახება,როგორც დამსაჩუქრებლის მიერ,დასაჩუქრებულისადმი – სიკვდილის მოსურნეობა (ეს იგივეა ცოცხალ ადამიანს,რომ – “სამგლოვიარო გვირგვინი” მიართვა).თანამედროვე სარიტუალო ფული,ჩამოჰგავს ჩვეულებრივი ფულის ბანკნოტებს.მათ შორის – ევროს,გირვანქა-სტერლინგს და ამერიკულ დოლარს,რომელზეც დატანილია ინგლისური წარწერები და ამერიკის პრეზიდენტების პორტრეტებიც კი (ჯონ კენედი).გარდა ამისა,მასზე გამოსახავენ ბუდას,რვა უკვდავს (დაოსური პანთეონის რვა წმინდანი),იანლო-ვანას,დრაკონებს და მერლინ მონროსაც კი.ჩინური სარიტუალო ფული,გარდა ჩინეთისა,ფართოდ არის გავრცელებული ვიეტნამში,იაპონისა (მოიხსენიებენ,როგორც – მეისენი) და იმ ქვეყნებში,სადაც მასიურად არიან დასახლებული ბუდისტური მრწამსის მქონე ჩინელები. (ავტორი გენია.ჯი)
“ჩინური სარიტუალო ფულის სხვადასხვა ბანკნოტები”