ბანგვეულუ
ბანგვეულუ - მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე განთავსებულ სახელმწიფო ზამბიაში.იგი წარმოადგენს ერთგვვარ ბუნებრივ წყლის სისტემას,რომელიც თავისთავში მოიცავს და აერთიანებს – “ბანგევულუს ტბას”,”ბანგვეულუს ჭაობს” და “ბანგვეულუს ტაფობს”,რომელთა წყლის სერთო მოცულობა 5 კუბურ კილომეტრს აღწევს.აღნიშნული წყლის სიტემა განლაგებულია მდინარე კონგოს ზედა ნაწილებზე,ზღვის დონიდან 1140 მეტრ სიმაღლეზე.”ბანგვეულუს ტბა” – ზამბიის ჩრდილოეთი პროვინციების ეკონომიკის და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ,უდიდიესი დანიშნულების მქონეა.ტბის სიგრძე 75 კილომეტრია,ხოლო სიგანე 40 კილომეტრი.მისი საერთო ფართობი 3000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. (ავტორი გენია.ჯი) ტბის საშუალო სიღრმე 4 მეტრია.წვიმების სეზონების დროს (მაისი),მისი ფართობი ბევრად იზრდება და შემდგომ მის ირგვლივ ვაკეებზე წარმოიქმნება ჭაობი.თავად ტბისა და ჭაობის საერთო ფართობი მოიცავს 15 000 კვადრატულ კილომეტრს.