ტოძიო ჰიდეკის “ანდერძი”…
ტოძიო ჰიდეკი (1884-1948 წლები) – წარმოადგენდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს 1941-1944 წლებში,რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იაპონიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.იგი ერთ-ერთი უმთავრესი მხარდემჭერი გახლდათ ნაცისტურ გერმანიასთან და იტალიასთან ურთიერთკავშირისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,უდიდესი წვლილი დაიდო “ამომავალი მზის ქვეყნის” მილიტარიზაციაში.მას შემდეგ,რაც მეორე მსოფლიო ომში იაპონია დამარცხდა,იგი დაკავებულ იქნა.”შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა” ტოძიო ჰიდეკის ბრალი დასდო აგრესიული სამხედრო კამპანიის წარმართვასა და ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობაში,რის გამოც მიესაჯა სიკვდილით დასჯა,ჩამოხრჩობის მეშვეობით.1948 წლის 23 დეკემბერს იგი ტოკიოში მდებარე “სუგამოს ციხეში” სიკვდილით იქნა დასჯილი.მანამდე კი დაწერა თავისი ცნობილი “ანდერძი”,რომელშიც ვკითხულობთ:
“იაპონელო მამაკაცებო! დღევანდელ დღეს იმპერატორის ედიქტი ომის დასრულების შესახებ,როგორიც არ უნდა იყოს იგი,მხოლოდ ფხიზელი გონების გადაწყვეტილების შედეგია.თუმცა,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ დიდი აღმოსავლეთაზიური ომის პროვოცირება მოკავშირეებმა მოახდინეს და მე ვიბრძოდი მასში ჩემი ერისა და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ისე,რომ არჩევანი არც კი მქონია.მიუხედავად იმისა,რომ სამწუხაროდ,ჩვენი ქვეყანა დამარცხდა,ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს მათმა შეუძლებელია უარყონ.იაპონია – ღვთაებრივი ქვეყანაა.მე ვისურვებდი,რომ თვენ დარწმუნებული იყოთ იმპერიის ბედ-იღბალში და ელოდოთ დროს,როდესაც ყველა ეს სირთულე ერთობლივი ძალისხმევით იქნება გადალახული.მე ვისურვებდი,რომ – მზე ხელახლა ამოსულიყოს…” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. 1978 წელს,ტოძიო ჰიდეკისა და სხვა 13 იაპონელი სიკვდილით დასჯილის სახელი დატანილ იქნა იასუკუნის სინტოისტური ტაძრის ფილებზე,რომლებზეც თავის მხრივ გამოსახული იყვნენ ბრძოლებში დაღუპული იაპონელი ჯარისკაცები.ხოლო 1980 წელს კი,ტოძიო ჰიდეკის სიკვდილით დასჯის ადგილას აღმართული იქნა მისი ძეგლი. (ავტორი გენია.ჯი)