“ფრენოლოგია”

“ფრენოლოგია” (ბერძნულ ენაზე აღნიშნავს – ჭკუას და გონებას) – წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ფსევდო-მეცნიერებას,რომელიც თავისთავში მოიცავს მცდარ თეორიას სწავლებისა,სადაც ადამიანის ფსიქიკური და მორალური თვისებების გამოცნობა შესაძლებელია მისივე თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით.აღნიშნული სწავლება XVIII-XIX საუკუნის მიჯნაზე დააარსა ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ანატომმა – ფრანც იოზეფ გალმა (1758-1828 წლები).იგი ირწმუნებოდა,რომ ყველა ფსიქიკური თვისება ლოკალიზებული იყო ტვინის ნახევარსფეროსთან,რაც იწვევდა ტვინის გარკვეული ნაწილის გაზრდას,ეს კი თავის მხრივ აისახებოდა ადამიანის თავის ქალის ფორმაზე. (ავტორი გენია.ჯი) ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა ფრანც იოზეფ გალს,ავსტრიაში ოფიციალურად აუკრძალა ყოველგვარი ლექციის ჩატარება “ფრენოლოგიის” შესახებ,რადგან იგი ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლებას შეიცავდა.შესაბამისად,აღნიშნულმა სწავლებამ პოპულარობა და ფართოდ გავრცელება მოსახლეობაში იმთავითვე ვერ ჰპოვა.თუმცა XIX საუკუნის შუა ნახევარში,ამერიკელმა ძმებმა – ორსონ სკვაირ და ლორენცო ნაილს ფაულერმა,”ფრენოლოგიას” მაინც დიდი აღიარება მოუპოვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.მათ მიერ დანერგილი მეთოდით უამრავი ადამიანი დაინტერესდა,რამაც ძმებს საკმაოდ დიდი შემოსავლებიც მოუტანა (ცნობისათვის,როგორი საოცარი მეთოდიც დანერგა ამერიკაში “ფრენოლოგიის” შესახებ ფაულერებმა,ისეთივე საოცარი მეთოდის სახლიც აიშენა ორსონმა,რომელსაც მან რვაკუთხედის (ოქტაგონის) ფორმა მისცა.აღსანიშნავია,რომ მისი პროექტით აგებული სახლები,ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1840-1860 წლებში და უამრავმა ადამიანმაც ააგო იგი).თუმცა,ნეიროფიზიოლოგიის მეცნიერების განვითარებამ,საბოლოოდ დაამტკიცა და უარყო გალის თავდაპირველივე თეორია.აღნიშნულმა ფაქტმა კი,”ფრენოლოგიის” მიმართ ინტერესის დაცემა გამოიწვია.”ფრენოლოგია” ასახულ იქნა დიდი ამერიკელი კინორეჟისორის – კვენტინ ჯერომ ტარანტინოს მიერ 2012 წელს გადაღებულ ფილმში – “გათავისუფლებული ჯანგო”,სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო თამაშობს. (ავტორი გენია.ჯი)

ორსონ სკვაირ ფაულერის “ოქტაგონის” საოცარი ფორმის მქონე სახლი,რომელიც მეტად პოპულარული გახლდათ 1840-1860-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში