გლავკონის ფილოსოფიიდან…
“სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული,უწინარეს ყოვლისა ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს,ვისაც უნდა,იმას მოიყვანს ცოლად,ვისაც უნდა,იმას გაათხოვებს,ვისაც უნდა,იმას დაუკავშირდება და, თანაც,ყოველივე ამას თავისდა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობლად გამოიყენებს,ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა.სულერთია,გინდ კერძო და გინდ საზოგადო საქმისათვის რომ შეექმნას დავა,აუცილებლად სძლევს თავის მოცილეთ; (ავტორი გენია.ჯი) რაკიღა სძლევს,თვითონაც გამდიდრდება და მეგობრებსაც გააბედნიერებს,თავბედს აწყევლინებს მტრებს,მსხვერპლთშეწირვას არ მოაკლებს და ულევი ძღვენითაც მოიმადლიერებს ღმერთებს,ასე რომ,უკვდავთაც და მოკვდავთაც მეტ პატივს მიაგებს და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი იქნება,ვიდრე სამართლიანი კაცი.აი,რას ემყარება ჩემი მტკიცება,რომლის თანახმადაც,უსამართლოს უკვდავნიც და მოკვდავნიც უფრო სწყალობენ,ვიდრე სამართლიანს”. (ავტორი გენია.ჯი)