ჰელიოპოლისელი ქურუმის – “ანხუს დარიგებანი”
“ო,რომ მეპოვნა სიბრძნე უთქმელი,აზრი უჩვეულო,სიტყვა ახალი,ჯერ არცნობილი და ჯერ ართქმული,არა მსგავსი წინაპართა ნაუბრისა,დავცლიდი მაშინ წიაღსა ჩემსა ყოვლისაგან,რითაც აღივსო,თავს დავიხსნიდი სიტყვებისაგან,ოდესღაც რომ უთქვამთ,რამეთუ ესაა განმეორება იმისა,რაც სხვამ იმეტყველა,სატრაბახო აქ არაფერია – წინაპართა ნააზრევის გამეორება! ერთი იტყვის,მეორე არაფერს დაუმატებს,ოღონდ გვაუწყებს: “აი,რა თქვეს ოდესღაც წინაპრებმა!” თვითონ რაღა თქვა,ამას ხომ ვერავინ გაიგებს! (ავტორი გენია.ჯი) ასეთი კაცი თავს იღუპავს,რამეთუ არავინ ახსენებს მის სახელს.ეს ვიხილე ძველ ნაწერებში… ო,რომ შემეძლოს ახლის თქმა! ჩემი გულის კავშირს გავანდობდი სხვას და გულზე მომეშვებოდა.
მე ვჭვრეტ,რაც ხდება,ვწვდები ყოველივეს,რაც ამ ქვეყანაში ახალი ხდება,ცვლილებას მოვლენებისას.ეს წელი წინა წელს არა ჰგავს.რაც დრო გადის,ცხოვრება უფრო მძიმდება.ქვეყანა არეულია,დაცარიელდა ჩემთვის… ჭეშმარიტება განიდევნა.ბოროტებამ შეაღწია თვით სამეფო სასახლეში.შელახულია უფლის მცნება.ქვეყანა გაღატაკდა.ყველგან უბედურება ტრიალებს.ქალაქები და მხარეები იტანჯებიან.ყველას უჭირს.მიცვალებულებსაც კი აღარა აქვს სიმშვიდე.როცა დილა თენდება,ადამიანები ყოველსავე ხილულს თვალს არიდებენ,რათა არ იხილონ ის,რაც ღამით მოხდა.აი,ამას ვამბობ მე.მტკივა და ტკივილი ვერ დამიფარავს.გულზე დარდი მაწევს.თამამი გული ხომ თავისი ბატონის მეგობარია განსაცდელში!
…ვხედავ,რაც ხდება.უბედურების კევრი ტრიალებს.წინაპართაც არ ახსოვთ ეგზომი განსაცდელი.ამის გამო ყველა დუმს.მთელი ქვეყანა უბედურებაშია.კაცი არ არის,ბოროტებას არ სჩადიოდეს. (ავტორი გენია.ჯი) გული მიკვდება.ვინც უწინ მბრძანებლობდა,დღეს სხვათა ბრძანებებს ასრულებს… გულებს აღარ ძალუძთ რაიმეს შეცვლა.დღევანდელი გუშინდელსა ჰგავს… სისასტიკე გამეფებულა.არ იპოვება ბრძენი,რომ ეს განსაჯოს.არც აღშფოთებული,რომ ხმა აღიმაღლოს.ყოველი დღე ცისმარი ხალხი დაღონებული დგება საწოლებიდან.გრძელია და მძიმე ურვა ჩემი.აღარა აქვს ღონე უბედურს,რომ თავი დააღწიოს იმას,ვინც ძალით აღემატება.ძნელია დუმილი,როცა ყოველივე ამას ხედავ.აზრი არა აქვს რეგვენთან დავას.სიტყვის შებრუნება მტრობას შობს.ძნელია თუმცა დუმილი,როცა ეს ყველაფერი გესმის.შეპასუხებას ვერ ითმენენ.ყველას მხოლოდ თავისი სიტყვა მოსწონს.ყველაფერი სიცრუეზეა აგებული.დაკარგულია სიტყვის სიმართლე.
შენ მოგმართავ,გულო ჩემო! მიპასუხე.გული ხომ არ დუმს,როცა შველას შესთხოვენ… შენ ყველაზე მძიმე ტვირთი გაწევს…” (ავტორი გენია.ჯი)