სიმენის ქედი
სიმენის ქედი - ინგლისურ ენაზე “Semien Mountains”,მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთში (მთის მასივი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში),ეთიოპიის ქალაქ გონდერის ჩრდილო აღმოსავლეთით.ქედის სახელწოდება ამჰარული ენიდან მომდინარეობს და თარგმანით “ჩრდილოეთს” აღნიშნავს.”სიმენის ქედის” უმაღლეს წერტილს რას-დასენის ვულკანური წარმოშვების მთა წარმოადგენს,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 4620 მეტრია (სხვა მონაცემების თანახმად 4533 მეტრი).გარდა ამისა,აღნიშნული მთა ეთიოპიის ქვეყნის უმაღლეს წერტილადაც მიიჩნევა.ხოლო აფრიკის კონტინენტის მასშტაბით კი მეოთხე ადგილს იკავებს. (ავტორი გენია.ჯი) მისი მაღალი ადგილმდებარეობის გამოისობით “სიმენის ქედი”-ს შემადგენლობაში შემავალი მთები,ერთ-ერთ იმ იშვიათ ადგილად ითვლება აფრიკის კონტინენტზე,სადაც რეგულარულად თოვს.
იგი შედგება ზეგნებისაგან და დასერილია ხეობებით.მისი სრული ტერიტორიის ფართობი 22,5 ჰექტარ მიწას მოიცავს.1969 წელს – “სიმენის ქედი”-ს ტერიტორიაზე,მისი უიშვიათესი სილამაზის (ფლორა და ფაუნა) გამოისობით,შეიქმნა “სიმენის ეროვნული პარკი”,რომელიც დღესდღეობით “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. (ავტორი გენია.ჯი)