ანა კალანდაძე – “შენ ისე ღრმა ხარ,ქართულო ცაო”
შენ ისე ღრმა ხარ,ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ,ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ,ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…