იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ოჯახი,1918 წელს კომუნისტებმა სამხედრო ტყვეებს დაახვრეტინეს.ერთ-ერთი ჯალათი მათ შორის წარმომავლობით უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე – იმრე ნადი (1896-1958 წლები) გახლდათ,რომელიც შემდგომში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს წარმოადგენდა.აღსანიშნავია ისიც,რომ იმრე ნადი 1956 წელს თავად ხელმძღვანელობდა “ანტისაბჭოთა ამბოხებას” უნგრეთში.
2. საყოველთაოდ ცნობილი ბერძნული ცეკვა “სირტაკი” შეიქმნა 1964 წელს ბერძენი კომპოზიტორის – მიკის თეოდორაკისის მიერ,მხატვრული ფილმისათვის – “გრეკ-ზორბა’”. (ავტორი გენია.ჯი)
3. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ფუძემდებელსა და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს ჩამომყალიბებელს – ვლადიმერ ლენინს,განსაკუთრებით,დიდი ამერიკელი მწერლის – ჯეკ ლონდონის მოთხრობა – “სიცოცხლის სიყვარული” უყვარდა.
4. სამხრეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო – ბოტსვანას ეროვნულ გერბს,ამშვენებს წარწერა: “დაე იყოს წყალი”.
5. ბეღურასნაირთა რიგის ფრინველი – ჩხიკვი, ზაფხულის თვეებში საშუალოდ 3000-მდე რკოს მარხავს მიწაში,თუმცა ზამთარში აბსოლუტურად ყველას პოულობს.
6. უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპი – გვიმრა,რომელიც დედამიწის ერთ-ერთი უძველეს მცენარედაა მიჩნეული,არასოდეს ყვავის.
7. დედამიწის ქერქში – ჟანგბადი,მისი მასის ნახევარს შეადგენს.
8. “ინკვიზიციას” – დომინიკანელელი და ფრანცისკანელი სასულიერო პირები განაგებდნენ.
9. ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს სახელმწიფოს – ნიდერლანდებს,ევროპელები “ნარკოსანაგვედ” მოიხსენიებენ.
10. ”ეს ერთადერთი ხალხია,რომელიც ფსიქოანალიზს არ ექვემდებარება”, – ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი “ირლანდიელების” შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)