„დამაკვირდი”

1. „თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ”. – მაჰათმა განდი

* * *

2. „მე ვიცი, რომ ბედნიერება არასოდეს ჩერდება დიდხანს ერთ ადგილზე”. – ჰეროდოტე

* * *

 3. „წელში მწყვეტს იმის სიმძიმე, რაც არ გამიკეთებია”. – პოლ ვაირი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „ჩვენ ვცდებით ორ შემთხვევაში: როცა საკუთარ თავს ვაფასებთ და როდესაც ვცდილობთ სხვა შევაფასოთ”. – ფრანსუა რაბლე

* * *

5. „ტალანტის მთავარი განმსაზღვრელია ის, როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის თუ რა უნდა აკეთოს”. – ალექსანდრე კაპიცა

* * *

6. „რა ცარიელია ადამიანის გული და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში”. – ბლეზ პასკალი

* * *

7. „თუ ვინმე გიყვარს – ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ – ღმერთი”. – ნოდარ დუმბაძე

* * *

8. „ძაღლისთვის გადაგდებული ძვალი მოწყალება არაა. მოწყალებაა, როცა ძვალს გაუყოფ ძაღლს მაშინ, როდესაც თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ”. – ჯეკ ლონდონი

* * *

9. „გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ, როდესაც ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს”. – ონორე დე ბალზაკი

* * *

10. „ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია”. – ილია ჭაჭავაძე (ავტორი გენია.ჯი)