„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „მე თუ არ დავიწვი, შენ თუ არ დაიწვი, ის თუ არ დაიწვა – აბა ვინღა გაანათებს?”

* * *

2. „ჯანმრთელობაზე უკეთესი მეგობარი და ავადმყოფობაზე უარესი მტერი არ არსებობს”.

* * *

3. „კარიერის შექმნისა და მოწყობის საუკეთესო საშუალება, საჭირო ოჯახში დაბადებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „ბევრი გადადის ჭკუიდან, ოღონდ – სხვადასხვანაირად”.

* * *

5. „უფრო ღირსეული მაშინ ხარ, როცა შენს ღირსებას არ ახსენებ”.

* * *

6. „ის, ვინც ამბობს, რომ სიკეთის კეთებით უბედურად გრძნობს თავს, მას ან ღმერთი არ სწამს, ან ის, რასაც აკეთებს და სიკეთე ჰგონია, არ არის სიკეთე”.

* * *

7. „სიბერე იწყება მაშინ, როდესაც სანთლები უფრო ძვირი გიჯდებათ, ვიდრე – ტორტი”.

* * *

8. „დაეცა ჩაიცინეს, წამოდგა და, -  გაუცინეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „უნდა იცხოვრო არა მასთან, ვისთანაც შეგიძლია, არამედ მასთან, ვის გარეშეც არ შეგიძლია”.

* * *

10. „ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობს”.