მდინარე – “ენა”
“ენა” - (ფრანგულ ენაზე იკითხება,როგორც – “ენ”) გახლავთ მდინარე,რომელიც მიედინება დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში საფრანგეთში.სათავეს იღებს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით,მაასას დეპარტამენტში მდებარე არგონის ტყეში,სენტ-მენეუსთან ახლოს,ზღვის დონიდან 311 მეტრ სიმაღლეზე.იგი წარმოადგენს მდინარე უაზას მარცხენა შენაკადს (რომელიც თავის მხრივ უერთდება მდინარე სენას) და ჰკვეთს მიოზის,მარნის,არდენის,ენისა და უაზას დეპარტამენტებს.რის შემდეგაც,კომპენის რაიონში ერთვის მდინარე უაზას.თავად მდინარე – “ენას” უმთავრეს მარჯვენა შენაკადებს წარმოადგენენ – “ერა” და “ვო”,ხოლო მარცხენა შენაკადებს – “სიუიპი” და “ვესლი”.მდინარის საერთო სიგრძე 280 კილომეტრია,ხოლო მთლიანი აუზის ფართობი კი 7,700 კვადრატული კილომეტრს მოიცავს.მდინარეზე აგებულია მცირე სიმძლავრის მქონე რამდენიმე ელექტრო-სადგური.გარდა ამისა,მას მოსახლეობა ფართოდ გამოიყენებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავად.აღსანიშნავია,რომ მდინარე – “ენა” ცნობილია ისტორიულადაც,რადგანაც სწორედ მის ნაპირებთან გაიმართა სამი სისხლისმღვრელი ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას.მდინარის 116 კილომეტრი სანაოსნოდ გამოიყენება.მასზე აგებულია ქალაქები – სენტ მენეუ,სუასონი,რეტელი და კომპენი. (ავტორი გენია.ჯი)
პირველ მსოფლიო ომში,მდინარე “ენასთან” გამართული ერთ-ერთი ბრძოლა